05 თებერვალი, 2020
"ესეთ მაგარი ბიჭი სადმე გადაგეყრება, დედას უტირებ, მერე შენი ბრალია" - ლაშა ტალახაძის პასუხი ზუკა ბერძენიშვილს
"სირცხვილიას" ერთ-ერთი ორგანიზატორი, ზუკა ბერძენიშვილი, მრავალგზის რეკორდსმენ ლაშა ტალახაძეს სოციალური ქსელის მეშვეობით შეურაცხყოფას აყენებს.

ბერძენიშვილის გაბრაზება ლაშა ტალახაძის ფოტომ გამოიწვია, რომელზეც მსოფლიოში აღიარებული ქართველი სპორტსმენი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთადაა აღბეჭდილი.

ზუკა ბერძენიშვილის "ფეისბუქ"-სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

"ადამიანად თუ არ ვარგიხარ, რა ჯანდაბად მინდა შენი მიღწევები და ჩინ-მედლები. ბავშვებმა უნდა შემოგხედონ, მაგალითი უნდა აიღონ, ეგეთი უზნეო თუ ხარ, მირჩევნია ვერაფერს მიაღწიო ცხოვრებაში, რომ მახინჯი გავლენაც ვერავიზე გქონდეს… მოძალადისთვის მიჩენილი ადგილი გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის,
ვიდრე თუნდაც ოლიმპიადაზე გაჟღერებული საქართველოს ჰიმნი. თორე ეგრე სიმძიმე ჩემი მეზობელი კოსტას მხრებზე უნდა ნახო, მარა რა უნდა შესთავაზონ რო გახარიას ამოუდგეს გვერდში გაბადრული. კაშიას ერთი სუფთა ვარდნა რომ მირჩევნია ტალახაძის ყველა აქამდე დამყარებულ თუ აწი დასამყარებელ რეკორდს, მაგას მოგახსენებთ. და თუ ვინმე ვერ აცნობიერებს ამისთანას მაინც რას ვერჩი, იმ გულისამრევი ფოტოს (იმდენად, რომ არც ვაზიარებ) ქვეშ Natia Letodianiს მიერ დასმულ შეკითხვას გავიმეორებ: კაია ორი თვალით ცხოვრება ბიჯებო?!. ფუ".

ბერძენიშვილს სოციალური ქსელის მეშვეობით უპასუხა სახელოვანმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ.

"ესეთ მაგარი ბიჭი სადმე გადაგეყრება, დედას უტირებ, მერე შენი ბრალია, ძალადობ ან კუნთებზე იყურები. მინდა მადლობა გითხრათ მეგობრებო გვერდში დგომისთვის. ამასთან ერთად მინდა გთხოვოთ, რომ არ მიაქციოთ ყურადღება ესეთ უმადურ და გაბოროტებულ ადამინებს. მათ სურთ მაგარი ბიჭები გამოჩნდენ და პიარი გაიკეთონ არა ჯანსაღი კრიტიკით", - წერს ლაშა ტალახაძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS