გუშინ საღამოს სოციალურ ქსელში ვიდეორგოლი გავრცელდა, სადაც ცნობილი ადამიანები სალის არწმუნებენ, რომ შაკოს ძალიან უყვარს.
სალის დარწმუნებაში მონაწილეობენ "მხოლოდ ქართულის" შემოქმედებითი ჯგუფი და ასევე სხვა ცნობილი ადამიანები.
"რეიტინგი" დაინტერესდა, ვინ არის შაკო და ვინ არის სალი. გავარკვიეთ, რომ შაკო ჯგუფ "ნიუტონის" წევრი, უნიჭიერესი მუსიკოსი შაკო ღელეყვაა.
მუსიკოსია სალიც, რომელიც შაკო ღელეყვას დიდი ხანია ძალიან უყვარს, თუმცა, როგორც ჩანს, მათ ურთიერთობაში ახლა კრიზისული პერიოდია, სწორედ ამიტომ არა ერთი ადამიანი გაერთიანდა იმისთვის, რომ სალი შაკოს სიყვარულში დაარწმუნონ.