უმშვენიერეს ჯანეტსა და ცნობილ პროდუსერს 28 იანვარს ქალიშვილი შეეძინათ. მშობლებმა მას ანნა დაარქვეს.
პატარა ანნა ჩაჩავას კლინიკაში დაიბადა. მის მობრძანებას, ნოესთან ერთად, ჯანეტის მშობლები განსაკუთრებულად ელოდებოდნენ.
შვილიშვილის დაბადებას განსაკუთრებული ემოციებით შეხვდნენ ჯანეტის მშობლები და თუ გავრცელებული ფოტოებით ვიმსჯელებთ, "მის საქართველოს" დედას და მამას, პატარასთან შეხვედრისას თვალზე ცრემლიც კი მოადგათ.
რაც შეეხება თავად ჯანეტს, პატარა ანნას გაჩენის შემდეგ, უმშვენიერესი, ახალბედა დედა არაჩვეულებრივ ფორმაშია.