22 იანვარი, 2020
"ყველაზე ბედნიერ ადამიანად მაქციე!" - თაკო გაჩეჩილაძემ ქალიშვილის 1 წლის იუბილე თბილისში აღნიშნა
თაკო გაჩეჩილაძის ქალიშვილი გაბრიელა გუშინ 1 წლის გახდა. მომღერალი საქართველოში მეუღლესთან ბორისლავ მილანოვთან ერთად ჩამოვიდა და პატარას დაბადების დღე თბილისში გადაუხადა.

მოგვიანებით გაჩეჩილაძემ სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა, რომელიც ქალიშვილს მიუძღვნა.

"დღეს არის ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულის დაბადების დღე! მადლობა გაბრიელა იმისთვის რომ მოხვედი ჩემთან და ამირჩიე დედად და რომ ყველაზე ბედნიერ ადამიანად მაქციე! შენ შეცვალე ჩემი ცხოვრება და შემცვალე მე! სიტყვებით ვერ გადმოგცემ როგორ მიყვარხარ, გისურვებ ყველაფერ საუკეთესოს, ღმერთისგან დალოცვილი იყავი მუდამ! მიყვარხარ!"
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS