20 იანვარი, 2020
"ნიჭიერი ჟურნალისტობა არ გაძლევს უფლებას ქართველ ხალხს მოახვიო შენი აზრი" - სააკაშვილი გიორგი გაბუნიას გაუბრაზდა
ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გუშინდელ ბლოგს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
"პოსტ ფაქტუმის" წამყვანმა, გადაცემის დაწყებისას, თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში არავინ დააბრუნებს.

"ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი ვეღარასდროს მოვა ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად. მას ამის უფლებას აღარავინ მისცემს", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ, რასაც უცხოეთიდან გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

"ელიტურობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანთა ჯგუფი დროა მიხვდეს რომ არაფრით არ დგას ქართველ ხალხზე მაღლა და ვინ უნდა მოვიდეს და ვინ არა ამას წყვეტს ქართველი ხალხი და არა რომელიმე ივანიშვილის
სასარგებლო იდიოტი ან სხვა ცალკე აღებული ცნობადი სახე.

თუნდაც ნიჭიერი ჟურნალისტობა არ გაძლევს უფლებას ქართველ ხალხს მოახვიო შენი აზრი. მას აქვს უფლება გამოთქვას ყველანაირი აზრი და ხალხს ზუსტად ასევე აქვს უფლება ეს აზრი გაატაროს.

Edison research-ის გამოკითხვაში ხალხის 60%-მა გაბედა და თქვა, რომ სურს ჩემი დაბრუნება საქართველოში-ერთპიროვნული მმართველი მე არც არასდროს ვყოფილვარ და არც ვაპირებ რომ როდესმე ვიყო. და დაიმახსოვრეთ-საზოგადოების ენერგიას ვერანაირი პერო ვერ დაუდგება წინ. That’s how f-n democracy functions stupid! და ისე გილოცავთ ნათლისღებას!"- დაწერა ექს-პრეზიდენტმა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS