ფეხბურთელ ალექსანდრე ამისულაშვილის მეუღლემ და დიზაინერმა ნინი ზარქუამ საკუთარ დაბადების დღეზე, მოხუცების გახარება გადაწყვიტა და "კათარზისის" სახლს ესტუმრა.
ნინა ზარქუასთან ერთად, მოხუცებს დაუვიწყარი შეხვედრა მოუწყვეს მომღერლებმა ლელა წურწუმიამ და დათო გომართელმა.
ზარქუას მოხუცებთან სტუმრობისას თან ახლდა უმშვენიერესი ქალიშვილი ანანო ამისულაშვილი, რომელიც დედას თითქმის ყველგან დაჰყვება.
"კათარზისში" მიღებული ემოციები ზარქუამ გამომწერებს გაუზიარა.
"წელს მქონდა ყველაზე დაუვიწყარი დაბადების დღე რომელიც აღვნიშნე ამ ძვირფას ადამიანებთან ერთად, რომლებსაც ჩვენი ყურადღება ყველაზე მეტად სჭირდებათ. მინდა ყველას ვუსურვო საკუთარ თავში ვიპოვოთ
დრო, იმისთვის რომ ყოველდღიურად რაიმე სახის სიკეთე გავიღოთ, ვფიქრობ ასე ერთად ნამდვილად შევძლებთ შევცვალოთ ეს პატარა სამყარო უკეთესობისკენ. აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ @lelatsurtsumia_official_page @dgomarteli რომლებმაც სიხარულით მიიღეს მონაწილეობა ამ დღის კიდევ უფრო გალამაზებაში ასევე @george.keburia ამ ძალიან ლამაზი აუტფიტისთვის და რათქმაუნდა @cxovreba_m რადგან მათ გარეშე ამ ყველაფრის დაორგანიზება ძალიან გამიჭირდებოდა " - წერს ზარქუა.