ალექსანდრა პაიჭაძე
აქვეყნებს ვრცელ პოსტს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ალექსანდრა ე.წ ქალურობის განადგურების შესახებ წერს.
"დღეს ბევრი ვისაუბრე დაქალთან ქალზე. რა ანადგურებს ქალურობას, რომელიც თავისმხრივ ჩვენი ყველაზე დიდი კოზირი და ჯილდოა სამყაროსგან????? მე რამდენიმე საკითხს ჩამოვწერ, დანარჩენი თქვენი გამოცდილებით მომწერეთ..
1. არასასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა. კაცს შეუძლია ეს გადალახოს და პირიქით, გაძლიერდეს კიდეც, ქალებს პირიქით ანგრევს ენერგეტიკულად.2. ნებისმიერი სამუშაო რომელსაც სიამოვნება არ მოაქვს, ფსიქოლოგები ამას "კაცურ" სამუშაოს ეძახიან ხოლმე, ქალი ემოციურად გაღიზიანებული თუ ბრუნდება თავის სახლში, შესაცვლელია
რაღაც.3. სულ სირბილი და დაკავებულობა, ბევრი საქმის მოკიდება ცუდია ჩვენი ენერგიისთვის.. 4. კაცის ტანსაცმლის ტარება, შარვლები ნაკლებადო, კი ძნელია ამ ტემპებში მაგრამ გრძელი კაბიდან სასურველი ენერგია უფრო იოლად შემოდის. (მარტივად)5.კონფლიქტები, კამათები, ჩხუბები, მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ, ჩვენივე ქალღმერთისთვის... 6. საყვარელი საქმე აუცილებელია, ჩვენ უნდა ვისიამოვნოთ აუცილებლად, პატარა ჰობი... 7. კონკურენცია - მტკიცება იმისა რომ ვინმეს ჯობნით, გვიკლავს ქალურ ენერგიას ტყუილად.8. "მეთითონ" "ჩემთითონ" "ჩემით" ცოტახანი დაივიწყეთ, დაიხმარეთ კაცები ყველაფერში, ელოდებიან ამას..;).. 9. წუწუნი თხოვნით ჯობს ჩავანაცვლოთ, წუწუნს მიაქვს ბევრი ნატიფი ენერგია.10. საკუთარ თავს როცა დროს არ უთმობ....... დაამაააატეთ ელემენტარული, კრემის წასმა, მასაჟი, განტვირთვის წუთები, სარკეში ტკბობა, მასტურბაცია.... 11. უსექსობა, ორგაზმის არ ქონა, არასწორი პარტნიორი, დაუკმაყოფილებელი სექსუალური ფანტაზიები, ხშირად ყველაფერი ნეგატიურის თავი და თავია....
აღადგინეთ და გაზარდეთ თქვენი ქალღმერთული ენერგია. ცვლილებები მომწერეთ. ხო იცით გგულშემატკივრობთ. მონიშნეთ დაქალები. გაავრცელეთ თუ გამოგადგათ", - წერს ალექსანდრა.