23 დეკემბერი, 2019
თამო ვაშალომიძემ სახლი ჯადოსნურად მოაწყო - პატარა სოფიას პროფესიონალური ფოტოსესია
ქალიშვილის სოფიას დაბადების შემდეგ, ქართველი მოდელი, თამო ვაშალომიძე საახალწლოდ სახლს ზღაპრულად რთავს.

შარშან მან უზარმაზარი ნაძვის ხე ააწყო და სახლის გაფორმება რამდენიმე ათასი ლარი დაუჯდა. გამონაკლისი არც წელს დაუშვა, თუმცა, ამჯერად აქცენტი უფრო სადა სადღესასწაულო მორთულობაზე გააკეთა.

მისი სახლი ულამაზესია, ეს ამბავი კი განსაკუთრებით ახარებს პატარა სოფიას, რომელმაც დედასთან ერთად ნაძვის ხესთან იპოზიორა.

ფოტოები მოდელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და პატარა სოფიას დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS