23 დეკემბერი, 2019
ინგა გრიგოლიას ქალიშვილის და მისი მეგობრების ქველმოქმედება, რომლითაც 39 ბავშვს ბედნიერი ახალი წელი ექნება
ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღე დარჩა. ამ დღისთვის ყველა განსაკუთრებულად ემზადება, თუმცა, არსებობს ოჯახები, სადაც ბავშვებს საახალწლოდ შესაძლოა, კანფეტებიც კი არ ჰქონდეთ.

ინგა გრიგოლიას ქალიშვილმა, მარიამ გრიგოლიამ და მისმა მეგობრებმა სწორედ ასეთი ბავშვების გახარება გადაწყვიტეს.
მარიამ გრიგოლიამ, ლიკა ქორქიამ, ლევან კირვალიძემ, ეკო დაუშვილმა და ჟურნალისტის ქალიშვილის სხვა მეგობრებმა თანხა შეაგროვეს, ტკბილეული შეიძინეს, ლამაზად შეფუთეს და გაჭირვებულ ოჯახებს დაურიგეს.

„ჩვენმა #სამეგობრომ ასეთი ახალი წელი გადავწყვიტეთ, შევაგროვეთ ფული და ბევრი ტკბილეული ვიყიდეთ, რომელსაც იმ ოჯახებს გავუგზავნით საჩუქრად, ვისაც არც საახალწლო საჩუქრების ყიდვის საშუალება აქვს და არც შემოსავალი, გავუგზავნით, რომ სულ მცირედით მაინც გაახარონ თავიანთი პატარები ახალი წლის ნუგბარით. გვინდა, რომ ამ ბავშვებმა დაიჯერონ თოვლის ბაბუის და საახალწლო საჩუქრების ზღაპარი და ის, რომ ცხოვრება ,დიდი პრობლემების მიუხედავად. მშვენიერია“, - დაწერა სოციალურ ქსელში მარიამ გრიგოლიამ.

მეგობრების მიერ შეგროვებული თანხით წელს 39 ბავშვი გაახარეს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS