19 დეკემბერი, 2019
კახა მამულაშვილი: „მომღერლებს უწევთ მუშაობა, მაგრამ ამ დროს არ გემღერება...“
პროდიუსერი კახა მამულაშვილი სოციალურ ქსელში ლუკა სირაძის ოჯახის მიმართ სამძიმარს აქვეყნებს და წერს, რომ მიუხედავად ამ დიდი ტრაგედიებისა, მომღერლებს რთული პროფესია აქვთ და მაინც უწევთ სიმღერა, მაგრამ ნამდვილად არ ემღერებათ:

„სიმღერა მომღერლისთვის არის პროფესია და არა გართობა… ძალიან რთულია, როცა ასეთი დაძაბული ვითარებააა, რეალურად გიწევს ამ საახალწლო კონცერტების რეკლამირება და მუშაობა… ყოველ დღე, ახალი და ახალი უბედურებები, ყველაფერთან ერთად, ამ ახალგაზრდების ტრაგედიები, და ამ დროს შენ გიწევს მუშაობა ამ ფონზე, და ამ დროს არ გემღერება,
მაგრამ ბევრი რამე და ბევრი ვინმეა დამოკიდებული შენს სამსახურზე. ბატონ თემურ წიკლაურს შვილი ესვენა სახლში და კონცერტზე მღეროდა, ლელას მამა გარდაეცვალა და მეორე დღეს იმღერა კონცერტზე. ამით იმის თქმა მინდა უბრალოდ, რომ სიმღერა აღმოჩნდა უმძიმესი პროფესია და ამავე დროს უპასუხისმგებლესი… ანუ რეალურად შენ არ ეკუთვნი შენს თავს და მარტო შენზე არაა დამოკიდებული შენი საქმიანობა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ლუკას სული“.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS