20 ნოემბერი, 2019
"შვილის მოფერების საშუალებას რომ არ მაძლევ და..." - თორნიკე ყიფიანის სკანდალური პოსტი
"საქართველოს ვარსკვლავის" მონაწილე, ცნობილი მუსიკოსი თორნიკე ყიფიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ძმას რომ მეძახი და "მესენჯერით" ხმის მოცემა გეზარება.
მიყვარხარო მეუბნები და სანამ ტელევიზორში მნახავდე არც კი გახსოვარ.
შვილის მოფერების საშუალებას რომ არ მაძლევ და წარმატებას და ბედნიერებას მისურვებ.
საკუთარი სიმღერები რომ მაქვს და მაინც სხვისი სიმღერების მღერას რომ მთხოვ.
გამარჯვებულს რომ მადიდებ და შიმშილისგან დასუსტებულს დამცინი.
სხვისი რომ ხარ და ჩემგან სარგებელს ელოდები.
ბოღმით , შურით , შიშით და გაუნათლებლობით , თვალს რომ ვეღარ
ახელ , გონზე ვერ მოდიხარ , მტყუანს და მართალს რომ ვეღარ ანსხვავებ.
შენი, არასწორად გამზრდელია მინიმუმ საგინებელი.
მოგიტევებ.
ღმერთი ყველას თავისი სიმართლით გაუმარჯვებსო, ასე მისწავლია ჰო და თქვენც გაგიმარჯოთ ღმერთმა თქვენი სიმართლით.
ეს უშუალოდ მე რაც შემხებია და გლობალურებზე მერე გადავალ 15 წელიწადში...", - წერს ყიფიანი. 

ვის მიუძღვნა პოსტი ყიფიანმა, უცნობია, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს მის ახლობლებს და ყოფილ ცოლს ეხება, რომელსაც მუსიკოსი რამდენიმე წლის წინ დაშორდა. 

მუსიკოსმა ინტერვიუში დაშორების მიზეზებზე საუბრისას თქვა, რომ სხვადასხვა ინტერესი გაუჩნდათ მას და მის ცოლს, დაშორების მიზეზი კი სწორედ ეს გახდა. 

წყვილს სამი შვილი ჰყავს, ბავშვები მამისგან შორს, ზუგდიდში ცხოვრობენ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS