"სამი დღის წინ მარიამი დამხვდა დილით სახლში და ძალიან გავბრაზდი. უნივერსიტეტის გაცდენის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და ზუსტად იცოდა ვერ დამარწმუნებდა ჩამოსვლის აუცილებლობაში, ამიტომაც ჩამოიპარა. აეროპორტიდან აქციაზე მივიდა და სახლშიც ისეთ დროს მოვიდა ჩემი ტვინის ბურღვა რომ არ მოესმინა.
სინამდვილეში ძალიან გავბრაზდი, მაგრამ არანაირი საყვედურის თქმასაც არ ვაპირებდი, იმიტომ რომ ზუსტად ვიაზრებ, როგორი გადამწყვეტი ბრძოლაა და ისიც ვიცი, როგორ შეიძლება გინდოდეს ასეთ დროს მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა. 16 წლის წინ,
სინამდვილეში ახლაც მგონია რომ მთავარი ბრძოლის ხაზი იმავე ადგილზე გადის.
და ვხედავ რომ ამ ბავშვებმა პრეცედენტი შექმნეს. როგორ შეიძლება 100 დღეც კი არ დაიღალო, როცა ზუსტად იცი რა გინდა.
როგორ შეიძლება იყო ორგანიზებული, კრეატიული და კუთვნილ საზაფხულო არდადეგებში არ გაცვალო შენი პრინციპები.
ამ ბავშვების ირგვლივ მოახერხა ოპოზიციამ გაერთიანება. და ეს ერთობაა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ახლა უკვე პოლიტიკური პროცესები, პოლიტიკოსებმა უნდა მართონ.
არ შეიძლება სხვა ადამიანების შრომის, თავდადების, ქვეყნის სიყვარულის არდაფასება. ყველას საკუთარი ბრძოლის ხაზი აქვს და გამარჯვებას ვუსურვებ ყველას, ვისთვისაც ეს ბრძოლის ხაზი ახლა რუსთაველზე გადის." - წერს ჟორჟოლიანი.