15 ნოემბერი, 2019
გურამ შეროზია საყიდლებზე ყოფილი ცოლის პირველ შვილთან ერთად დადის
ბლოგერი გურამ შეროზია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. რამდენიმე წლის წინ, ის მოულოდნელად დაქორწინა ხატია ჯოხარიძეზე, თუმცა, როგორც კი ქალიშვილი, პატარა ელენა გაჩნდა, ისინი დაშორდნენ.

ხატიასთვის ეს მეორე ქორწინება იყო, მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ვაჟი ცოტნე, რომელსაც გურამ შეროზიასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს.

როგორც ჩანს, ცოტნეს და გურამს შორის ურთიერთობა ბლოგერის ოჯახის დანგრევის მიუხედავადაც არ გაფუჭებულა.
ცოტა ხნის წინ, შეროზიამ პირად გვერდზე ცოტნესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და შემდეგი სათაური დააწერა.
"წავედით შოფინგზე. ეგ ხო, მაგრამ
ცოტნე რომ ძაან სწრაფად იზრდება სიმაღლეში და მერე ამის ფონზე მე რომ ძაან ბებრუცუნა ვეგონებით - რა წყალში გადავვარდე?." - წერს შეროზია.

როგორც ჩანს, შეროზიას არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს ყოფილ ცოლთანაც. ხატიამ შეროზიას პროფილზე დადებული ცოტნეს ფოტო დაუწუნა და ის ფოტო გამოუქვეყნა, სადაც ცოტნე უფრო მეტად მოსწონს.

ყოფილი ცოლ-ქმრის მიმოწერიდან გაირკვა, რომ ბლოგერმა ბლოგის ოფიციალურ გვერდზე ყოფილი ცოლი დაბლოკა. 

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS