11 ნოემბერი, 2019
წარმატების გამო, ტრა@ი არ უნდა მისცე კაცმა - რატომ ჩაიშალა ჰოლივუდში "ჯინსების თაობის" გადაღება
მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში მწერალ დათო ტურაშილის ერთ-ერთ მონათხრობს აქვეყნებს, სადაც ტურაშვილი იხსენებს, თუ რატომ ჩაიშალა "ჰოლივუდის" ერთ-ერთ ჯგუფთან „ჯინსების თაობის“ სცენარით ფილმის გადაღება.

"წარმატების" გამო, ტრა@ი არ უნდა მისცე კაცმა, ასეა ეს...

"ჰოლივუდის ერთ-ერთ ჯგუფთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებას, "ჯინსების თაობის" სცენარის მიხედვით ფილმის გადაღებაზე. ყველაფერში შეთანხმება მიღწეული გვქონდა, თუმცა, ამერიკელებმა ერთი ნიუანსის შეცვლა მომთხოვეს სცენარში - ბიჭებიდან რამდენიმე გეი უნდა ყოფილიყო და რადგან საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალიზმი იკრძალებოდა, ეს იქნებოდა მათი სსრკ-დან გაქცევის მთავარი მიზეზი.

ისინი
თვლიდნენ, რომ ასეთი სახით ფილმის კომერციული წარმატება გაცილებით დიდი იქნებოდა. ამაზე ჩემი უარი მიიღეს და შესაბამისად, მოლაპარაკებაც ჩაიშალა", - იხსენებს დათო ტურაშვილი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მამუკა
გაიხარე ძმაო.
16:33 / 11-11-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS