08 ნოემბერი, 2019
"მადლობა, რომ ჩემი ცხოვრება გახადე თავგადასავალი" - ვინ არის გეიდრამის მთავარი როლის შემსრულებლის საყვარელი ქალი
საზოგადოების ყურადღება დღეს ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" მსახიობების მიმართ არის მიპყრობილი.

"რეიტინგი" ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებლის, ბაჩი ვალიშვილის პირადი ცხოვრებით დაინტერესდა, რადგან ის გოგონებში ძალიან პოპულარული გახდა და არაერთი მანდილოსნის გული მოიგო.

როგორც ბაჩიმ ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში განაცხადა, ის სკანდალურ ფილმში პიცერიიდან მოხვდა, თუმცა, არაფერი უსაუბრია მისი პირადი ცხოვრების შესახებ.

Rating


ამიტომ თვალი გადავავლეთ ვალიშვილის პირადი ფეისბუქისა და ინსტაგრამის გვერდს. მსახიობი დანიშნულია, მისი საცოლე ნინუცა გაბისონიაა.

ბაჩიმ საყვარელ გოგონას ხელი, გასულ ზაფხულს საბერძნეთში კუნძულ ზაკინტოსზე
სთხოვა. "მადლობა, რომ ჩემი ცხოვრება გახადე თავგადასავალი", - წერს ბაჩი ვალიშვილი საყვარელ ქალთან ნიშნობის ფოტოებზე.



Rating
Rating
RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS