07 ნოემბერი, 2019
"ფილმი თუ ნახა, აღიარებს რომ გეია?" - ბესო კალანდაძე სანდრო ბრეგაძეს
სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" ნანახი აქვს და ვინაიდან ის გეიპროპაგანდაა, ხვალ პრემიერის დროს საქართველოს კინოთეატრებთან საპროტესტო აქციას გამართავს.

ფაქტს გამოეხმაურა მომღერალი ბესო კალანდაძე.

"ი.გრიგოლიას გადაცემაში, პატივცემული ბრეგვაძე გამწარებული ამტკიცებდა, რომ ფილმი ნანახი მაქვს და გეი პროპაგანდას აქვს ადგილიო და ახლა როგორ გავიგო, ფილმი თუ ნახა, აღიარებს რომ გეია? თუ, მაგისთვის შეიძლება ფილმის ნახვა და კაცად დარჩება და სხვა თუ ნახავს ეგრევე გეი გახდება? ", - წერს ბესო კალანდაძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS