მოროშკინას სიღნაღში აქვს ორი სასტუმრო, რომლებიც სრული დატვირთვით მუშაობს და განსაკუთრებული პოპულარობით უცხოელ ტურისტებში სარგებლობს.
ლალი ცდილობს, სასტუმროში ხშირად მოაწყოს თემატური წვეულებები, რაც სტუმრებს განსაკუთრებულად მოსწონთ.
როგორც იცით, გუშინ მსოფლიო „ჰელოუინის“ დღესასწაულს აღნიშნავდა და ამ დღესასწაულს ლალი მოროშკინაც შეუერთდა. ლალი მოროშკინამ "სიღნაღი არტ ჰოტელში" მოაწყო წვეულება, თუმცა, ორიგინალურობა აქაც გამოიჩინა და მის მიერ ორგანიზებული წვეულების მთავარი დეტალი
- მინდა, რომ „ჰელოუინმა“ შეიცვალოს სახე საქართველოში და გახდეს საზამთროს გაცილების დღესასწაული. ნელ-ნელა გადავდივართ ამ ტრადიციაზე და ამიტომ ტორტის სახით გვაქვს გოგრა. საზამთროები გამოვისყიდეთ კახელი გლეხებისგან, ჩავასხით კახური ღვინო, ბევრი ხილი და გემრიელი სასმელი მივიღეთ. ამით მოვახდენთ კახელი გლეხების ხელშეწყობას.
ჩემს სასტუმროში იმაზე უარესი არაფერი მოხდება, რაც საპატრიარქოში მოხდა, იმედია, ამ კარნავალის გამო ჯვარს არ გვაცმევენ. თუ შევძლებთ და ეს კარნავალი გადაიქცევა საზამთროს გედის სიმღერად, თავის ჭინკების განდევნით, ულამაზეს ტრადიციას ჩაეყრება საფუძველი. გავიხარებთ ყველა, შინაური, გარეული, ერი და ბერი.
კარნავალის სტუმრებს ძირითადად ეცვათ საქროწინო კაბები, რომელიც ლალი მოროშკინას საჩუქრად „მარიგოლდმა“ გადასცა. სპეციალური ცეკვის შესრულების შემდეგ, საღამოს ორგანიზატორმა და სასტუმროს დიასახლისმა სტუმრებს ესროლა შავი თაიგული, რომლის დაჭერაც ერთ-ერთმა სტუმარმა შეძლო.
ცეკვისა და თაიგულის დაჭერის შემდეგ, სტუმრებმა ვერანდაზე გადაინაცვლეს, სადაც სადღესასწაულო ტორტი გაჭრეს და ფეირვერკი გაუშვეს. ღონისძიებას მუსიკალურად ახალგაზრდა მუსიკოსების ჰგუფი X-REY აფორმებდა.
ლალი მოროშკინას სურს, მსგავსი ტიპის ღონისძიებები კახეთის ყველა სასტუმროში მოეწყოს, რაც ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციასა და რეგიონის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.