18 ოქტომბერი, 2019
"კარზე სანთლით დახატული ჯვარი დამხვდა" - შორენა ბეგაშვილი დაწყევლეს, რას ურჩევს მსახიობს იუნა შაფათავა
ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს, რომელზეც, მისი აზრით, სანთლით გამოსახული ჯვარი ჩანს.

ბეგაშვილი ვარაუდობს, რომ ამ ყველაფერს საფუძვლად ცუდი განზრახვა უდევს და წერს, რომ ავადმყოფ სხეულში ავადმყოფი სულია.

"არ ვიცი აქ რამდენად ჩანს, მაგრამ დღეს კარებს რომ ავხედე სანთლით დახატული ჯვარი დამხვდა ავადმყოფ სხეულში ავადმყოფი სულია!".

ფაქტით შეშფოთებული შორენა ტელეწამყვანმა იუნა შაფათავამ დაამშვიდა და ლოცვების კითხვა ურჩია.

"ყოველ საღამოს კიპრიანე და იუსტინას ლოცვას ვკითხულობ. არ დაგეზაროს გააკეთე. ვერ მოგერევა ვერავინ წაიღეს ტვინი რა",
- წერს შაფათავა კომენტარებში.

შეგახსენებთ, მსახიობის და ბიზნესმენ ირაკლი ნანაძის სიყვარული რამდენიმე კვირის წინ დასრულდა. შორენამ საყვარელი მამაკაცი რვაწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მიატოვა.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS