16 ოქტომბერი, 2019
როგორ ცხოვრობს შორენა ბეგაშვილი ირაკლი ნანაძის მიტოვების შემდეგ და როგორ გამოიყურება მისი ცხოვრების მთავარი ადამიანი
რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ცნობილმა მსახიობმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა, რვაწლიანი თავანცხოვრების შემდეგ, ბიზნესმენი ქმარი ირაკლი ნანაძე მიატოვა.

განქორწინების მოწმობა შორენამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი ქალი თავისუფალია, მისი თაყვანისმცემლების რიცხვი ერთი ორად გაიზარდა.

"რეიტინგმა" ბეგაშვილის ინსტაგრამს გადაავლო თვალი და დაინტერესდა, როგორ ცხოვრობს მსახიობი ქმრის მიტოვების შემდეგ.

აშკარაა, რომ მძიმე გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, მსახიობი დეპრესიაში არ არის. ის ისევ ისე აქტიურად ვარჯიშობს, ზრუნავს საკუთარ გარეგნობაზე და
ბევრს მუშაობს.

შორენა რადიო იმედში მუშაობს წამყვანად, მალე კი ტელევიზიასაც დაუბრუნდება - "რუსთავი 2"-ზე ახალ გადაცემას წაიყვანს.

მსახიობის მთავარი საზრუნავი, ბუნებრივია, მისი ქალიშვილი ევა ბარბაქაძეა, რომელიც წელს სტუდენტი გახდა.

ევას ინსტაგრამზე მისი ფოტოების გამოქვეყნება ნაკლებად უყვარს, თუმცა, შორენა ზოგჯერ ცდილობს, საზოგადოებას უმშვენიერესი ქალიშვილის ახალი ფოტოები გაუზიაროს.

გოგონა, რომელიც საზოგადოებამ ჯერ კიდევ ბავშვობაში შეიყვარა, ამჯერად სრულიად განსხვავებული იმიჯით გვამახსოვრებს თავს, რაც დედის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზეც ნათელია.

ნათელია, რომ სტუდენტი ევა დედას უკვე გაჭრილი ვაშლივით ჰგავს და ეს მსგავსება გამომწერებმაც შენიშნეს. 

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ჰმ
ეს მაიკლ ჯექსონი არის ულამაზესი? რას დაიმგვანა თავი მალე მარტლა სულ მაიკლი იქნება
17:56 / 17-10-2019
გამოხმაურება / 0 /
ჩიკო
როგორ ცხოვრობს და ახლის ძიებაშია. ვინ იქნება ის ბედნიერი ნეტავ!!! კაი ნავარჯიშებ მანდილოსანს რა ჯობია!!!
13:28 / 17-10-2019
გამოხმაურება / 0 /
გუკა
როგორ აინტერესებთ ამ გაჭირვებულ ხალხს შორენას ამბები... კარგით რა ამ ადამიანს რას ვერჩი მაგრამ აი ჟურნალისტებმა ცოტა თავი რომ გაანძრიოთ კარგი იქნება.
12:00 / 17-10-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS