ერთადერთი, რასაც მოდელი ყოველთვის მალავს, მისი პირადი ცხოვრებაა. დაახლოებით ორი წლის წინ, ის ბიზნესმენზე თხოვდებოდა, თუმცა, როდესაც ბავშვი, პატარა სოფია გაუჩნდა, ახალგაზრდა დედა სრულიად მარტო დარჩა, რადგან საყვარელ კაცს ტყუილი არ აპატია.
როგორც ჩანს, თამოს მარტოობა დასრულდა და ის შეყვარებულია. მოდელმა ინსტაგრამზე სთორი გამოაქვეყნა, სადაც წვიმიან ქუჩებში უცნობ მამაკაცთან ერთად სეირნობს. მართალია, მანქანაში ის ახალ შეყვარებულს მალავს, თუმცა, თაყვანისმცემლების შეკითხვაზე, ვისთან ერთად არის
"რეიტინგი" შეეცადა თამოსთან დაკავშირებას და გვსურდა უშუალოდ მისგან გაგვეგო, ვინ არის მისი ახალი რჩეული, მაგრამ მან პირად ცხოვრებაზე საუბარი არ ისურვა.