02 ოქტომბერი, 2019
დაეხმარეთ პრეზიდენტს - სალომე ზურაბიშვილის ირონიული პასუხი კრიტიკოსებს და კაბა დემნა გვასალიას კოლექციიდან
სალომე ზურაბიშვილის ჩაცმულობა ხშირად ხდება საზოგადოებაში განხილვის საგანი, ქვეყნის პრეზიდენტი ჩაცმულობის სკანდალში ბოლოს დონალდ და მელანია ტრამპთან შეხვედრისას მოექცა.

პრეზიდენტმა გვიან ღამით, სოციალურ ქსელში დემნა გვასალიას კოლექცია გამოაქვეყნა და გამომწერებს სთხოვა, კაბის შერჩევაში დახმარებოდნენ.

"რომელი ჩავიცვა ... სკანდალის გარეშე????" - დაწერა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მოდის ყველაზე დიდმა ქართულმა სოციალურმა პლატფორმამ, დემნა გვასალიას კოლექციიდან მას კაბა შეურჩია. 

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS