საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ჭოხონელიძე "რეიტინგს" ესაუბრა და განაცხადა, რომ თვითონაც იქ არის, სადაც ნიკა წავიდა.
ჭოხონელიძემ ინტერვიუში თქვა, რომ მისი რუბრიკის "ერთი სიმღერის ამბავი" იდეა ნიკა გვარამიას ეკუთვნოდა, შესაბამისად, არასწორად მიიჩნია გვარამიას იდეის სხვა არხზე გაგრძელება.
მუსიკოსის ინტერვიუ პირად გვერდზე გააზიარა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც თამრიკო ჭოხონელიძე წარსულში მწვავედ აკრიტიკებდა.
"თამარ ჭოხონელიძემ დაამტკიცა რომ არანაირი მედროვე ის არაა და აქვს მყარი პრინციპები.