01 ოქტომბერი, 2019
სააკაშვილი თამრიკო ჭოხონელიძეს აქებს: დაამტკიცა რომ არანაირი მედროვე ის არაა
მომღერალი და მუსიკოსი თამრიკო ჭოხონელიძე 27 ოქტომბრიდან სატელევიზიო საქმიანობას მთავარ არხზე გააგრძელებს.

საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ჭოხონელიძე "რეიტინგს" ესაუბრა და განაცხადა, რომ თვითონაც იქ არის, სადაც ნიკა წავიდა.

ჭოხონელიძემ ინტერვიუში თქვა, რომ მისი რუბრიკის "ერთი სიმღერის ამბავი" იდეა ნიკა გვარამიას ეკუთვნოდა, შესაბამისად, არასწორად მიიჩნია გვარამიას იდეის სხვა არხზე გაგრძელება.

მუსიკოსის ინტერვიუ პირად გვერდზე გააზიარა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც თამრიკო ჭოხონელიძე წარსულში მწვავედ აკრიტიკებდა.

"თამარ ჭოხონელიძემ დაამტკიცა რომ არანაირი მედროვე ის არაა და აქვს მყარი პრინციპები.
მართლა დიდ მადლობას იმსახურებს საზოგადოებისგან", - დაწერა სააკაშვილმა.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
manana
ამ ქალსაც როგორ აქვს ტვინი ამოყირავებული!
15:03 / 03-10-2019
გამოხმაურება / 0 /
manana
ვახ რა სექტაა ეს კაცო რა!
12:37 / 03-10-2019
გამოხმაურება / 0 /
ორთაჭლელი
საზოგადოება თავად წყვეტს ვინ რას იმსახურებს! გაიგე ბიჯო!!!
12:30 / 03-10-2019
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
ყოჩაღ
11:07 / 03-10-2019
გამოხმაურება / 0 /
გიო
რაღა უჭირს ახლა თამრიკოს, მიშამაც მოუწონა საქციელი!
18:09 / 02-10-2019
გამოხმაურება / 0 /
tasi
რა ,სხვა სახელს ვერ დაარქმევდნენ იმ რაღაც უაზრო გადაცემას? მაგრამ რას მოესწარი,თვით "მიშა აღმაშენებლისგან"საქებარი სიტყვები დაიმსახურე,ალბად ღამეებს თეთრად გაატარებ სსიხარულისგან,,ვაი შსენს პატრონს შე უნამუსო დედაკაცო.
17:27 / 02-10-2019
გამოხმაურება / 0 /
მართალი
ჩაეფსკვნენ ერთმანეთს, უერთმანეთოდ პურსაც არ ჭამენ, სასაცილოები ხართ სატირალი თუ არა!..
16:55 / 02-10-2019
გამოხმაურება / 0 /
თამარი
ეჰ,ქალბატონო თამარ, ეს რა ჰქენით?!
16:01 / 02-10-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS