ანუკიმ პირად პროფილზე ახალი ფოტო გააზიარა, სადაც ყვითელი კაბა აცვია და საზოგადოების აღფრთოვანება დაიმსახურა.
ანუკის ახალ ფოტოს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ქართველი ასევე, უცხოელი გამომწერებისგან.
ყვითელ დახურულ კაბაში გამოწყობილი დიზაინერი მილანის ქუჩებში პოზირებს. ინსტაგრამ გამომწერები დაინტერესდნენ, ვის ეკუთვნოდა კაბა, რომელიც ანუკის ფოტოზე აცვია.
"ვისი კაბაა?"
"ეს 2020 წლის კოლექციაა, რომელიც მარტიდან გაიყიდება მაღაზიებში", - უპასუხა გამომწერებს დიზაინერმა.