20 სექტემბერი, 2019
"ფინანსურ გაჭირვებაშიც ერთად ვართ და ვძვრებით ერთად" - ნუკი კოშკელიშვილის ემოციური მიმართვა ამერიკელ ქმარს
ცოტა ხნის წინ მოდელმა და ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა თავისი "ინსტაგრამიდან" გვამცნო, რომ მას და ბენ ჩაიმს ქორწინებიდან 4 წელი შეუსრულდათ.


გთავაზობთ მის მიმართვას:
"4 წელი შესრულდა დღეს, რაც ცოლად გამოგყევი. შორს გამოგყევი, ნამდვილად.
არ მოვიტყუები: კი ვჩხუბობთ, კი, როგორც ნებისმიერ ურთიერთობაში გვაქვს ცუდი დღეები. ყველაფერი ისევეა, როგორც ყველასთან, უთანხმოება, გაღიზიანება, ჯიბრში ჩადგომა.
მაგრამ!!!!! ასევე ვიცინით, ვხარხარებთ, ვეხუტებით ერთმანეთს.
მადლობა მინდა გითხრა, რომ გიყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ, ყოველგვარი შელამაზების და სიყალბის გარეშე.
მადლობა, რომ მე ამირჩიე
მილიონ სხვაში.
მადლობა, რომ მეუბნები, განსაკუთრებული ვარ.
მადლობა, რომ ვგრძნობ შენს მხარდაჭერას.
ჩემთვის უთქვამთ, შენ არ ხარ ტიპური დიასახლისიო..
შენ ყოველდღე სადილს გიმზადებ იმიტომ, რომ მინდა...
უთქვამთ, რა დროს შენი დედობაა. შენი შვილის თავდადებული დედა ვარ.
უთქვამთ, ვერ გავქაჩავ შენ თავს ფინანსურადო (არ ვიცი, ეს ქართველი კაცების დებილობაა). ფინანსურ გაჭირვებაშიც ერთად ვართ და ვძვრებით ერთად.
მადლობა, რომ ხარ ჩემი და მაგრძნობინებ, რომ ჩემს იქით არავინ არსებობს შენთვის.
მე იმაზე სუსტი ვარ, ვიდრე ამას ხალხი ხედავს.
მადლობა, რომ ხარ ძლიერი და მე შემიძლია ვიყო უსუსური. მადლობა, რომ ხარ საუკეთესო მამა. ასეთი მამა თუ არსებობდა, არც მეგონა.
მოკლედ, მიყვარხარ და მეყვარები კიდევ მილიონი წელი, იმიტომ, რომ ჩემი ბიჭი ხარ. გილოცავ!
ახლა ისე გადავუთარგმნი, ძალიანაც თავში რომ არ აუვარდეს. Well, I was saying we fight a lot and bla bla bla but sex is great, so we are all set for another million years together... love you honey".
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS