ერთ-ერთი მსახიობი, რომელიც "მთავარ არხზე" არ გადავიდა და "რუსთავი 2"-ზე დარჩა, იუმორისტი მიშა ანდღულაძეა.
თუ მიშას ფეისბუქს გადავავლებთ თვალს, ის დღევანდელი ხელისუფლების მიმართ საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი.
მან პირად გვერდზე სალომე ზურაბიშვილს მიმართა: "წერილი საქართველოს პრეზიდენტს სალიტა ზურაბიშვილს
გწერთ ოლიგარქის მიერ ოკუპირებული ტელევიზიიდან:
მახსოვს წლების წინ როცა ქალაქში დიდი "პატრიოტული" აქციები მძვინვარებდა თქვენი და მაშინდელი ოპოზიციის თაოსნობით , ტელევიზიის თანამშრომლებს მაშინ ყოველდღე
რადგან თქვენი აზრით მაშინ ჩვენ "ნაცების " მიერ მიტაცებულ ტელევიზიაში ვმუშაობდით. მაინტერესებს ახლა რა ხდება "სირცხვილის კორიდორებთან" დაკავშირებით?
პასუხი ენათმეცნიერების ინსტიტუტის მისამართზე გამომიგზავნეთ".
ანდღულაძის სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ის გააკრიტიკეს.
"რამ გაიძულათ მაქ დარჩენა სამარცხვინოები ხართ.ფულმა გადაგლიათ",
"აუ, მიშა..წაეთრიე მთავარ არხზე... ნაცების მეხოტბე ხარ და არა იუმორისტული გადაცემის უპარტიო მონაწილე..გვარამიას დაკვეთების შესასრულებლად დარჩი მანდ...მაგას ყველა ხვდება",
"მიშა, თუმცა გული დამწყდა, უკვე ურეიტინგო რუსთავი2-ში რომ დარჩით... მაინც, მაგრები ხართ და წარმატებებს გისურვებთ", - წერენ კომენტარებში.
ერთ-ერთ მომხმარებელს, მარინე თავაძეს, მსახიობი გამოეხმაურა და მას შემდეგი პასუხი გასცა.
"საქართველო რუსეთის მიერ არის ოკუპირებული მაგრამ მაინც ვცხოვობთ ამ ქვეყანაში. იგივე წესით ვართ რ2შიც.
P.S ფულს სხვათაშორის იქეთ უფრო მეტს მთავაზობდნენ. თუ ილიგარქი წავა ისინი დაბრუნდებიან", - უპასუხა მსახიობმა.