დადასტურებული ინფორმაციით, მაყურებელი მის საყვარელ სერიალს „ფორმულა კრეატივის“ არხზე იხილავს. ეს არხი ახლა ყალიბდება და ეთერში გასვლის ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია..
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, „რუსთავი 2“-დან წავიდა „კომედი გრუპის“ მსახიობების ნაწილი, არხზე დარჩნენ ალეკო მალხაზიშვილი, კობა ბარათელი, ვახო ბიჭიკაშვილი, თაკო აბაშიძე, მიშა ანდღულაძე და სხვები.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული „კომედი შოუს“ ანონსიდან გაირკვა, გუნდს შეუერთდა ცნობილი მსახიობი ქეთი
საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი იმის თაობაზე, რომ „რუსთავი 2“-ში დარჩენის გამო, მას „ჩემი ცოლის დაქალებში“ ვეღარ ვიხილავთ.
„რეიტინგი“ ქეთი ხუციშვილს დაუკავშირდა და შეეცადა, მისგან გაერკვია, იქნება თუ არა ის „კომედი შოუს“ პარალელურად „ჩემი ცოლის დაქალებში“.
- ქეთი, გაჩნდა მოსაზრება, რომ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ვეღარ გიხილავთ, რა ხდება რეალურად?
- ვერაფერს გეტყვით. თუ დამიძახებენ, ვითამაშებ სერიალში, მაგრამ სხვას ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი.
- დაწყებულია ახალი სეზონის გადაღებები და არ დაგირეკეს თქვენ?
- ჯერჯერობით გადაღებები არ დაწყებულა. ჩემთვისაც არავის დაურეკია. ვნახოთ რა იქნება.
- რატომ დარჩით „კომედი გრუპში“ „რუსთავი 2“-ზე, არ გქონდათ შემოთავაზება გუნდისგან იმათ გაყოლოდით, ვინც სხვა არხზე გადავიდა?
- არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა სხვებისგან. მე ალეკო მალხაზიშვილმა შემომთავაზა „კომედი გრუპში“ დარჩენა და დავრჩი ამ გუნდთან ერთად.