11 სექტემბერი, 2019
"რა საყვარლები არიან ორივე" - დიკო ჯოჯუა ქმარ-შვილის ფოტოებს აქვეყნებს
დიკო ჯოჯუა სატელევიზიო სივრცეში 2006 წელს გამოჩნდა და თავიდანვე მოიპოვა პოპულარობა. მას არ უყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი და ჟურნალისტებთან ურთიერთობა, რაც მის მიმართ კიდევ უფრო დიდ ინტერესს იწვევს.

დიკო ჯოჯუას ქმარი, ბიზნესმენი ნიკა რამიშვილია. წყვილს ჰყავს ქალიშვილი, რომელიც ხშირად დადის მშობლებთან ერთად სამოგზაუროდ.


მართალია, პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს, მაგრამ სოციალურ ქსელში ჯოჯუა აქტიურია. მას უამრავი გამომწერი ჰყავს ინსტაგრამზე. მათ ხშირად ანებივრებს ახალი ფოტოებით.

დიკომ ინსტაგრამზე ქმარ-შვილის ფოტოები გამოაქვეყნა. მამა-შვილი მალტაზე ისვენებს და აშკარაა, რომ დროს
შესანიშნავად ატარებენ.

ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც დიკოს გამომწერებისგან, ასევე მეგობრებისგან. "რა ფერები არიან, ღმერთმანი", "რა საყვარლები არიან ორივე", "გადარეული რამიშვილები", - წერენ კომენტარებში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS