ქართველმა მომღერალმა თაკო გაჩეჩილაძემ და ბულგარელმა მუსიკოსმა ბორისლავ მილანოვმა, ერთწლიანი ქორწინების შემდეგ, ქორწილი ორი დღის წინ თბილისში გადაიხადეს.
თაკოს ქორწილში უახლესი მეგობრები და ოჯახის წევრები ჰყავდა მიწვეული. სტუმრებს შორის იყო მომღერალი სოფია ნიჟარაძე, რომელმაც საქორწინო თაიგული დაიჭირა.