თამუნას გმირი სერიალში საცხოვრებლად საზღვარგარეთ გაგზავნეს და ბაქარი მეორედ დააქორწინეს. ხატიამ არამარტო სერიალში, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც დატოვა საქართველო და ბედის საძებნელად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
მსახიობი თითქმის ყოველდღიურად აქვეყნებს ინსტაგრამზე ახდენილი ამერიკული ოცნების ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ შტატებში იდეალურ დროს ატარებს და ბედნიერია.
როგორც ჩანს, თამუნა პატარა ბავშვებთან მუშაობს, რადგან ფოტოების ნაწილი მათი სეირნობის დროსაა გადაღებული,
ხატია ასევე შეცვლილია ვიზუალურად. უფრო თამამი, ლაღი და ლამაზია, სავარაუდოდ, შეყვარებულიც, რადგან თვალები განსაკუთრებულად უბრწყინავს.