08 სექტემბერი, 2019
მარიამ გეგუჩაძე: ცხვრებთან ოცნების დეპუტატების შედარება მგონი ძალიან არაობიექტური იყო
“სირცხვილიას” აქტივისტი, მარიამ გეგუჩაძე, დღეს მათ მიერ გაკეთებულ შედარებას ეჭვქვეშ აყენებს. როგორც ის ამბობს, ცხვრები ძალიან პრინციპულები არიან და ამიტომ, მათთან ოცნების დეპუტატების შედარება არაობიექტური იყო.

“ცხვრებთან ოცნების დეპუტატების შედარება მგონი ძალიან არაობიექტური იყო. ცხვრები ისეთი პრინციპულები არიან.

ყველა ენაზე ვუხსნიდი სიყვარულს რომ პარლამენტამდე მიმყოლოდნენ. ერთი განსაკუთრებით ჯიუტობდა, ძაღლის, კატის, ენაზე. ინგლისურად, ფრანგულად…

რა არ ვცადე და არაფერმა გაჭრა,” – წერს მარიამ გეგუჩაძე.

დღეს მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა​ ​საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ცხვრები მიიყვანეს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS