მდიდარი ადამიანების ცხოვრება რომ საინტერესოა, ეს ახალი ამბავი არავისთვისაა. ამჯერად "რეიტინგის" ყურადღების ცენტრში ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის სახლში გამართული წვეულება მოექცა.
ამ წვეულებაზე მისმა ცოლმა, ნათია გოთუამ უახლოესი დაქალები შეკრიბა და ე.წ. "white party" მოაწყო.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, წვეულება ბიზნესმენის ცოლის დაბადების დღის აღსანიშნავად მოეწყო, თუმცა, ვანო ჩხარტიშვილის დეკლარაციაში, მითითებულია, რომ მისი მეუღლე 13 მარტს არის დაბადებული.
ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც მეგობრები აუზის გარშემო ცეკვავენ და თავს შესანიშნავად გრძნობენ.