"მის საქართველოს" ტიტულის მფლობელი, ჯანეტ ქერდიყოშვილი, ორსულადაა. უმშვენიერესმა მოდელმა, ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მართალია მუცელს მალავს, მაგრამ შესამჩნევია, რომ ის ორსულადაა.
შეგახსენებთ, რომ ჯანეტი ცოლად მცირე ხნის წინ გაჰყვა პროდიუსერსა და ტელეწამყვანს, ნოე სულაბერიძეს. ნოესა და ჯანეტისთვის ეს პირველი შვილი იქნება. ნოეს წინა ორი
ქორწინებიდან გოგონა და ბიჭი ჰყავს.