ის პრესას საჭორაოს არც აძლევს. მასზე უამრავი ადამიანია შეყვარებული და სხვანაირად წარმოუდგენელიც არის, თუმცა, მისი გული მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნის და ეს ოთო ხუროძეა.
ოთო ხუროძის და თაკო ნაცვლიშვილის შესახებ "რეიტინგში" რამდენჯერმე დაიწერა. წყვილი საკუთარი გრძნობების აფიშირებას ძალიან იშვიათად ახდენს.
უმშვენიერესმა მოდელმა გუშინ ინსტაგრამ სთორიში ოთოსთან ერთად გადაღებული რომანტიული ფოტო გამოაქვეყნა.
როგორც ჩანს, საქართველოში დაბრუნებული მოდელი თავისუფალ დროს საყვარელ ადამიანთან ერთად ატარებს.