რეპერ გუფისთან დაშორების შემდეგ, ქეთამ პირობა დადო, რომ პირად ცხოვრებაზე არასდროს ილაპარაკებდა.
სულ ცოტა ხნის წინ, ქსელში გაჩნდა ინფორმაცია 32 წლის მომღერლის ახალი სიყვარულის შესახებ.
ხმები ,,ა’სტუდიოს” ვოკალისტისა და უცნობი მამაკაცის შესაძლო რომანის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც 32 წლის მომღერალმა ,,ინსტაგრამის” ისტორიებში რომანტიკული ფოტო ატვირთა. სურათზე, წყვილს ხელი აქვს ჩაკიდებული, კადრს კი – გულის ესკიზი ერთვის.