დასვენება რომ ყველას სჭირდება, მათ შორის პრეზიდენტებსაც, ახალი ამბავი არავისთვისაა.
საქართველოს პრეზიდენტი ზაფხულის ცხელ დღეებს კახეთში ატარებს. ის ლოპოტაზე ისვენებს.
ფოტო სოციალურ ქსელში პოლიტიკოსის,ზურა აბაშიძის მეუღლემ, თეონა ბენაშვილმა გამოაქვეყნა. ამ ფოტოზე სალომე ზურაბიშვილი ბავშვებთან ერთადაა გადაღებული.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, სალომე ზურაბიშვილი საყოველთაო კამპანიას - გაატარე ზაფხული საქართველოში შეუერთდა და სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რის გამოც ინტერნეტში დასცინეს.