15 აგვისტო, 2019
ირაკლი ალასანიას ვაჟი ცოლს დაშორდა - ვინ არის ნუცა ადამიას რჩეული
ირაკლი ალასანია და ნათია ფანჯიკიძე საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული წყვილია, შესაბამისად, მუდმივად ხვდებიან როგორც ყვითელი პრესის, ასევე, საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

ირაკლისა და ნათიას ორი შვილი - ნიკუშა და კატო ალასანიები ჰყავთ. ახალგაზრდები მშობლებს ჰგვანან და ცდილობენ, ნაკლებად მოხვდნენ ყვითელი პრესის ფურცლებზე.

ნიკუშა ალასანიამ სამი წლის წინ, საკუთარი ცხოვრება უმშვენიერეს გოგონას, ნუცა ადამიას დაუკავშირა - წყვილი დაქორწინდა.

13537704_966251843472789_6625692580142896724_n

ნუცამ და ნიკუშამ მოკრძალებული ქორწილი გადაიხადეს და მათი ქორწინების ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ქორწილიდან ხუთი თვის შემდეგ გავრცელდა.

13567290_966252526806054_274265527714695559_n
13529133_966251996806107_2622555373519459887_n

2016 წლის
ოქტომბერში ახალგაზრდა წყვილს ქალიშვილი თინათინი შეეძინა. მის ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პატარას ბებია, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.

"რეიტინგისთვის" ცნობილი გახდა, რომ ნუცას და ნიკუშას ოჯახი დაინგრა. ოჯახის დანგრევის მიზეზიRating
ჩვენთვის უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ნუცა ადამიას უკვე ახალი რჩეულიც ჰყავს და ის ერეკლე გველესიანია.

როგორც ჩანს, წყვილი გრძნობებს არ მალავს და ცოტა ხნის წინ დასასვენებლად ერთად წავიდნენ. იტალიაში გადაღებული ფოტოები ნუცა ადამიამ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.



აშკარაა, რომ ნიკუშამ და ნუცამ მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს, რადგან ერთმანეთის ფოტოები ინსტაგრამიდან არც კი წაუშლიათ.

Rating
Rating

რაც შეეხება პატარა თინათინს, ის ბებოსთან და მამიდასთან ერთად რაჭაში ისვენებს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS