08 აგვისტო, 2019
"უკვე 11 წელია, ყოველი 7 აგვისტოს დილით, იმ ჯარისკაცის ღიმილიანი სახე მახსენდება..." - რას იხსენებს მსახიობი ეკა დემეტრაძე აგვისტოს ომზე
აგ­ვის­ტოს ომი­დან 11 წელი გა­ვი­და. ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში უმ­ძი­მე­სი მო­გო­ნე­ბე­ბი ბევ­რს ახ­სე­ნებს თავს და ემო­ცი­ე­ბის ხმა­მაღ­ლა გა­მოთ­ქმა­საც არ ერი­დე­ბა.

მსა­ხი­ო­ბი ეკა დე­მეტ­რა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოსტს წერს და 2008 წლის 7 აგ­ვის­ტოს დი­ლას იხ­სე­ნებს, როცა ორ­სულ­მა ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის გრძელ კო­ლო­ნა­ში გა­ი­ა­რა და ის მძი­მე შეგ­რძნე­ბა დღემ­დე ახ­სე­ნებს თავს:

"7 აგ­ვის­ტო, 2008 წელი. დილა. მე ახა­ლი გა­თხო­ვი­ლი ვარ და მუ­ცელ­ში თომა სულ პა­წა­წი­ნაა. სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში მივ­დი­ვართ და რა­ღა­ცე­ებს ვა­ლა­გებ. მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში მივ­დი­ვართ აბას­თუ­მან­ში. მე მი­ხა­რია ძა­ლი­ან. არ
ვარ ნამ­ყო­ფი. გა­ვე­დით სახ­ლი­დან, და­ვი­ძა­რით. გა­ვე­დით თბი­ლი­სი­და­ნაც და უკვე გზატ­კე­ცილ­ზე გვხვდე­ბა ძა­ლი­ან გრძე­ლი სამ­ხედ­რო კო­ლო­ნა. ძა­ლი­ან გრძე­ლი, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი. ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და, გული მიგ­რძნობ­და რა­ღაც არ იყო კარ­გად.



ერთ-ერთ სატ­ვირ­თოს რომ მი­ვუ­ახ­ლოვ­დით, ფან­ჯა­რა ჩა­მოვ­წიე და სა­ბარ­გულ­ში მჯდომ, სიმ­პა­ტი­ურ ახალ­გაზ­რდა ჯა­რის­კაცს ვკი­თხე-ხო მშვი­დო­ბაა? - კი კიი... პა­ტა­რა პა­უ­ზის შემ­დეგ მი­თხრა, თავი და­მიქ­ნია და გა­მი­ღი­მა. მეც გა­ვუ­ღი­მე და ფან­ჯრი­დან გა­ყო­ფი­ლი თავი, ისევ მან­ქა­ნა­ში მო­ვაბ­რუ­ნე და ეს ღი­მი­ლი შე­მაშ­რა...

მახ­სოვს მან­ქა­ნა­ში­ვე და­ვი­წყე იმის გახ­სე­ნე­ბა, როცა მე ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და ტე­ლე­ვი­ზორ­ში მო­ვის­მი­ნე ფრა­ზა - "სო­ხუ­მი და­ე­ცა” და მერე დედ-მა­მას სახე, და გა­უ­საძ­ლი­სი, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი სი­ჩუ­მე... მეც გან­ვიც­დი­დი. მახ­სოვს სო­ხუ­მი. პა­ტა­რა ვი­ყა­ვი მაგ­რამ კარ­გად მახ­სოვს და ეს სამ­ხედ­რო მან­ქა­ნე­ბი რა­ტომ­ღაც აფხა­ზეთს მახ­სე­ნებ­და... ახლა ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი სამ­ხედ­რო მან­ქა­ნებ­ზე სულ შე­მეც­ვა­ლა...



უკვე 11 წე­ლია, ყო­ვე­ლი 7 აგ­ვის­ტოს დი­ლით, იმ ჯა­რის­კა­ცის ღი­მი­ლი­ა­ნი სახე მახ­სენ­დე­ბა და სულ ვფიქ­რობ, ნე­ტავ რა გა­დახ­და თავს.. ხომ არ და­შა­ვე­ბუ­ლა... ხომ არის ცო­ცხა­ლი... თუმ­ცა, უამ­რა­ვი ახალ­გაზ­რდა აღარ არის ცო­ცხა­ლი, უამ­რა­ვი და­შავ­და... უკვე მე­რამ­დე­ნედ გვა­სა­ხიჩ­რებს რუ­სე­თი?! უკვე მე­რამ­დე­ნე თა­ო­ბას აცამ­ტვე­რებს და ფერ­ფლად აქ­ცევს?! ფი­ზი­კუ­რა­დაც და მო­რა­ლუ­რა­დაც... უკვე მე­რამ­დე­ნედ. ბოლო არ უჩანს იმ სამ­ხედ­რო კო­ლო­ნა­სა­ვით, სიკ­ვდი­ლის კო­ლო­ნა­სა­ვით....

რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ თომა სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­ვა­ჩი­ნე, რომ სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ყო­ფი­ლი­ყო. თან სა­შინ­ლად გან­ვიც­დი ამას. აქ ვზრდი და არ მინ­და მო­მი­წი­ოს გა­ხიზ­ვნა. მინ­და თო­მას­თვის ლე­გენ­დად და ის­ტო­რი­ად დარ­ჩეს ომი, როცა ის მუ­ცელ­ში იყო... და არა­სო­დეს იგ­რძნოს ომის სი­ცი­ვე, სუნი და სი­ჩუ­მე. სიკ­ვდი­ლი და სი­ჩუ­მე..." - წერს ეკა დე­მეტ­რა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
)))))))))))))))))))))))
ნეტა არ ფასონობდე რაა
15:08 / 13-08-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS