07 აგვისტო, 2019
"ნაქირავებში ვცხოვრობ და მეგობრის ნათხოვარი მანქანით ვმოძრაობ"
რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ეკონომისტ ირაკლი ლატარიას სტატუსს ეხმაურება, რომელიც წერს, რომ გვარამიამ მაღალი ხელფასი არ იკმარა და “ატკატებზე” მუშაობდა.

ლატარიას ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში უპასუხა.

“არც ერთი შემთხვევა, ჩემს მიერ რეკლამის გაყიდვის, ან რაიმეს ატკატით ყიდვის, ბუნებაში არ არსებობს. იქეთ თუ მაქვს მიტანილი ფული რ2ში, თორემ აქეთ ხელფასის გარდა მისხალი არ წამომიღია.

რაც შეეხება ხელფასს. ბოდიში, მაგრამ ასეთ კრიზისში მყოფ და უმძიმესი სპეციფიკის კომპანიის კომიდან გამოყვანაში და 7 წელი ქვეყნის მთავარ ბრენდად ქცევაში,
რაც მარტო დირექტორობას კი არა ბრძოლის ხაზზე დგომას ითხოვს, 20 ათას დოლარად კი არა, 50ად არ დავთანხმდები ნებისმიერ სხვა ვითარებაში.

თქვენ რ2 ჩემი ბიზნესი და საკუთრება ხომ არ გგონიათ? დიახ, ყველაფერთან ერთად, სხვისი ბიზნესი და საკუთრება ვაცოცხლე 7 წელი, რისთვისაც მადლობა ძმებ ყარამანიშვილებს და ნიკა ნაყოფიას, მარა არანაირი მადლობა 9%ის მფლობელს. მას კომპანიის ძარცვის მეტი არაფერი გაუკეთებია. შენობის აშენებაშიც ფული აკეთა და დანჯღრეული ოფისი დატოვა, რომელსაც 600 კვადრატული აკლია წითელ ხაზებს თუ შევადარებთ. ტექნიკაზე აღარ ვლაპარაკობ – ბოსელი დამხვდა ტვს ნაცვლად. მთავარი – დაუცველი და დაბულინგებული ზეპროფესიონალი ჟურნალისტები. ნელნელა რაღაც ტექნიკა ვიყიდეთ, ჟურნალისტებს ზურგი გაუჩნდათ, სარედაქციო პოლიტიკა მკაფიო გახდა და 1 წლის თავზე უკვე ბოინგივით დაფრინავდა რ2. ასე იყო ჩემი იქ ყოფნის ბოლო დღემდე, და დიახ, ასე იქნებოდა, რომ დავრჩენილიყავი, სულ. მიუხედავად იმისა, რომ სამწლიანი რენესანსის მერე, დღევანდელი დროებითი ვითომ მფლობელის ყადაღამ და “ნაბიჭვარი” ქართული ოცნების და დამნაშავე კახა ბექაურის რეგულაციებმა ჩამოაქცია სარეკლამო ბაზარიც და ჩვენი ფინანსური მდგრადობაც”, – წერს გვარამია.

ის ამბობს, რომ თუ ვინმეს მისი მარალი ხელფასი უკვირს, ორჯერ მეტიდან წამოვიდა და ნებისმიერ დროს სამჯერ მეტსაც მიიღებს.

ნუ Tamta Muradashvili მითიური კომპანია ხომ საერთოდ, კომენტარს მიღმაა.

დავდე მე დასაბუთებულად, ვინ ყიდდა ინტერესთა კონფლიქტის პირობებში რეკლამას რ2ზე. შეამოწმეთ მისი და ჩემი ქონება და მერე ვიმსჯელოთ. 2 თვის ხელფასი ვერ მივეცი საკუთარ თავს და 7 წლიანი ეპოპეის მერე არც სახლი მაქ (რაც მაქ, ბანკშია ჩადებული და მისივე კრედიტში წავა), ნაქირავებში ვცხოვრობ და მეგობრის ნათხოვარი მანქანით ვმოძრაობ. ანგარიშზეც კი ფული არ მქონდა, რომ წამოვედი, და მეგობრების ხარჯზე მომიწევს ყოფნა, სანამ ახალ ტვს გავაკეთებ. და გავაკეთებ, ყველაზე კარგს და მათ შორის აწ უკვე ბიძინას რ2ს სამასხარაოს გავხდი. ასე იქნება ეს, ყველას ვარწმუნებ!”, – წერს ნიკა გვარამია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
niko
ახლა ჯერა ამ დებილის ვინმეს?
10:19 / 08-08-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS