05 აგვისტო, 2019
ჩემი ცოლის დაქალების პროდიუსერი განცხადებას ავრცელებს
“ჩემი ცოლის დაქალების" პროდიუსერმა, ირაკლი საღინაძემ, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. 

“დღეს დასრულდა “ჩცდ”-ს მორიგი სეზონი, 8 წელის განმავლობაში ამ სერიალის ასპარეზი იყო ტელეკომპანია რუსთავი 2, მინდა მადლიერება გამოვხატო ამ არხის მიმართ, მრავალწლიანი, ძალიან ნაყოფიერი და ვფიქრობ ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობისთვის. შემოდგომაზე ახალი არხის ეთერში შევხვდებით, რომელიც ჯერ არ არსებობს და არც სახელი აქვს, მაგრამ აუცილებლად იქნება ძალიან მალე. “ჩცდ”-ც ახალი იდეებით და ენერგიით დაგიბრუნდებით.

აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც ქმნის ამ
სერიალს და თუნდაც მცირედი წვლილი აქვს შეტანილი მის არსებობაში. მთელი შემოქმედებითი ჯგუფის სახელით, მივმართავ ჩვენს მაყურებელს, გვიყვარხართ <3 <3 <3″.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნანა
რა სერიალია?
13:20 / 05-08-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS