31 ივლისი, 2019
"არ გთვლით სერიოზულ ხალხად, მე პირადად მრცხვენია" - რას წერს იუნა შაფათავა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე
მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარე აქციებს ეხმაურება.

"ქართველებისგან არაფერი, არასოდეს მწყინდა, მაგრამ დღეს საბოლოოდ მივხვდი, რომ მათ სამწუხაროდ, სერიოზულადაც ვერ აღვიქვამ, გამონაკლისი 5%-ის გარდა, რომელიც, პრინციპში იყო ჩემი აუდიტორია, რადგან მარწყვი არ ვარ, ყველას მოვეწონო.

მაგრამ მას შემდეგ, რაც ივანიშვილის სახლთან, კაცის, მიუხედავად იმისა, მოგწონთ ის თუ არა, პოლიტიკური შეხედულების გადადებით, კაცის,რომელმაც კაცების გაუპატიურებას მოუღო ბოლო და საკუთარი შვილების წილ ქონებას მე, თქვენ, მას, მათ ახარჯავს, ვინც
ჩარეცხილები ისევ გააცოცხლა ადამიანებში, ვინც იყო პრემიერ მინისტრი და ვისი მეუღლეც, არასოდეს გამოჩენილა - თუმცა შეეძლო შეუზღუდავად არანორმალურად ძვირი ტუალეტებით გაპრანჭულიყო და ეკეკლუცა - ეს კი მის კეთილშობილ ბუნებას არ შეეფერება და ჩრდილში ცხოვრებას არჩევს, თუმცა მუდამ საქართველოს სამსახურში -
და ამ ადამიანების სახლთან დგანან გაუგებარი წარმოშობის ხანიგები -სხვა სიტყვას ვერ ვარჩევ, უკაცრავად, რეგვენებს, რაღაც კაკაფონიას რომ რთავენ ღამე და მოსვენებას არ აძლევენ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ივანიშვილის ოჯახს- რომელსაც გააჩნია უსაზღვრო ლიმიტი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ჰქონდეს სასახლე და სამშობლოში არჩევს საკუთარი რესურსის ხარჯვას ისევ ხალხის დასასაქმებლად და მხარდასაჭერად - და არც ერთი ის ვიგინდარა, ვინც გუშინ გახდა მინისტრი და უკვე აიწყო კარიერა; დღეს არის მინისტრი და ბრწყინვალედ ცხოვრობს; არც ერთი პარლამენტარი, ან უფლებადამცველი არ გამოდიხართ, მხდალებო და არ ითხოვთ ამ მარაზმის შეჩერებას.

არ ხართ სერიოზული ხალხი და გრამი შეგნება და გონი არ გაგაჩნიათ.
დგახართ და აფერისტკა უსვინდისო მატყუარა კვესიტაძის ოჯახს ესარჩლებით და უზრდელი გვარამია გეცოდებათ, კვლავ მკვლელებს ლოკავთ და სააკაშვილის ბოდვებს ნიუსად ავრცელებთ.

სირცხვილი თქვენ!
მე კი, "ბოზი" თქვენთვის, რომელსაც სულ ფეხებზე კიდია თქვენი აზრი, რადგან არ გთვლით სერიოზულ ხალხად, მე პირადად მრცხვენია, ამ ოჯახის ამაგი რომ ასე ვიღაც ვიგინდარებს შეუძლიათ სტვენით; ღამ ღამობით ბაღში შეპარულ ქართული სულის ქურდბაცაცებს, გაანიავონ და კაციშვილი, ხმას არ იღებთ.

სირცხვილი საქართველო.
მშვიდობას მას უნდა უმადლოდეთ მაგრამ ვაი რომ დიდხანს მოგიხდათ მიშას გაუპატიურება კაცებს და მხდალ გეებად იქეცით სულიერად. ფიზიკური ვის აინტერესებს.

არ ხართ სერიოზული ხალხი. რა საწყენია ან რაა აქ გასაოცარი, მაგრამ სულ ეს ხართ და რატომღაც პრეტენზია გაქვთ კარგ ცხოვრებაზე." - წერს მსახიობი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
totika
რა გითხარი მე შენ შაფათავა მხოლოდ შაბათ კვირას ილაპარაკე, დანარჩენ დღეებში ნუ გაცდები ლაპარაკით....
16:56 / 08-08-2019
გამოხმაურება / 0 /
გია
სადაა ჩემი კომენტარი???? აი ეგეთი სიტყვის თავისუფლება გაქვთ
13:08 / 08-08-2019
გამოხმაურება / 0 /
გია
ჩვენ სირცხვილი???/ ჩვენ????? დედა უტირეთ ქვეყანას...ჩემი მცირე ბიზნესი შემიფასეს 400 ატას დოლარად 2014-ში ბანკმა....და ეხლა 250 ვერ ვყიდი და მახრჩობს ბანკი....ჩვენ სირცხვილი????? ვინ ააყვავა ვინ????? ყველა ტენდერში ხელი აქვს ჩაყოფილი ოცნებას...წადით თავი გაგვანებეთ ჩვენ და საქართველოს
23:12 / 07-08-2019
გამოხმაურება / 0 /
Teo
არც მე და არც ჩემს ახლოს არავის, არც იმ დარგს რომელსაც ათელობით წლებია ვემსახურები ივანიშვილი არ დახმარებია, მაგრამ , მიუხედავად სხვა თემებზე ჩვენი სხვადასხვა მიდგომისა, თითქმის ასი პროცენტით გეთანხმებით....არაფერი დაუშავებია ამ ადამინს იმის სანაცვლოთ ამ გაურკვეველი წარმოშობისა და გაურვეველი აზროვნების ადამინებისგან თუნდაც ერთხელ მაინც მოესმინა ეს სიტყვები....თუ არ ფინანსდებიან და ვიღაცის წინაშე (ჩვენი ქვეყნის დამაქცევარის) ვალდებულები არ გააჩნიათ ასეთ მძიმე სოციალური პირობებში (ყველაფერი გაძვიდა) ყოველ დღე შეიძლება იყვირო ის სისაძაგლე რასაც ყვირიან ....იქნებ დადგა დრო გამოიძიოთ ვინ არიან , კი ეტყობათ ვინც არიან , მაგრამ კანონი არ არსებობს??? როდემდე?????????
13:53 / 07-08-2019
გამოხმაურება / 0 /
თეონა
სირცხვილი იცი რა არის? აი შენ და შენისთანები რომ არაებობენ ამ ქვეყანაზე
02:27 / 07-08-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS