29 ივლისი, 2019
როგორ დაიკლო სოფო ბედიამ 17 კილოგრამი
მომღერალი სოფო ბედია დეკემბერში მეორე შვილის დედა გახდა. ახალგაზრდა დედა სცენაზე, პატარა ანდრიას დაბადებიდან რამდენიმე დღეში გავიდა, თუმცა, ზედმეტი კილოგრამების სამშობიაროში დატოვება ვერ შეძლო.

მეორე შვილის გაჩენის შემდეგ, სოფომ წონაში საგრძნობლად მოიმატა, თუმცა, საზაფხულოდ უკვე ჩადგა ფორმაში, რაშიც უცნობი გოგონა დაეხმარა.

„როცა საკუთარი თავის იმედი გაქვს, როცა მიზანს ისახავ და სრულ შედეგს აღწევ, როცა უბრუნდები საკუთარ წონას და ეს გაბედნიერებს. და ამ ყველაფერში გეხმარება ოქროს და ბრილიანტის გოგო, ჩემი კონსულტანტი, თამო ლომთაძე. დიდი მადლობა მას.
დავდეთ შედეგი – 17 კილო. მიყვარხარ“, - წერს სოფო ბედია და აქვეყნებს ფოტოებს. როგორც სოფო აღნიშნავს, მისი დაკლება ასევე ერთ-ერთი პროდუქტის დამსახურებაცაა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ქართველი
და როგორ დაიკლო?
09:38 / 30-07-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS