როგორც იცით, ლედი გაგა ახლა პოპულარობის ზენიტშია, რასაც მისი და ბრედლი კუპერის ურთიერთობის შესახებ არსებული ჭორ-მართალი განაპირობებს.
ამბობენ, რომ გაგა საცხოვრებლადაც კი გადავიდა უკვე ბრედლი კუპერის სახლში. რის გამოც, ირინა შეიკის რუსმა ფანებმა ნამდვილი თავდასხმა მოუწყვეს.
ირინა შეიკმა ანუკი არეშიძესთან 2013 წელს ითანამშრომლა. როგორც იცით, ქართველი დიზაინერი პოპულარობით არაერთ ქვეყანაში სარგებლობს, მათ შორის უკრაინაში, სადაც არაერთი წარმატებული ჩვენება ჰქონდა.
მოდელი მის ჩვენებაზე, სადაც საქართველოდან მიწვეული მოდელებიც იმყოფებოდნენ პოდიუმზე ულამაზესი თეთრი კაბით გამოვიდა.
იმოქმედებს თუ არა ლედი გაგას და ანუკის ბრენდის თანამშრომლობა ირინა შეიკის და ანუკი არეშიძის ურთიერთობაზე ჯერჯერობით უცნობია.