16 ივლისი, 2019
რას პასუხობს მისი ქალიშვილის კრიტიკოსებს ნანუკა ჟორჟოლიანი
უკვე 25 დღეა თბილისში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ხალხის ნაწილი, მოითხოვს შს მინისტრი გიორგი გახარია გადადგეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილეა ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი მარიამ გეგუჩაძე, რომელიც საფრანგეთში სწავლობს და ახლა თბილისში იმყოფება.

მას აქციებში მონაწილეობის გამო ბევრი დადებითად აფასებს, თუმცა აკრიტიკებენ კიდეც.

ერთ-ერთ კრიტიკას სოციალურ ქსელში თავად ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა.

"როგორც წესი არ ვპასუხობ მარიამის თემებს. დიდია და თავად მიხედავს კრიტიკასაც, მის ბრძოლასაც და მის გზასაც მაგრამ აქ იმდენჯერ მახსენეს უნდა გიპასუხოთ.

როგორ არ გავბოროტდით ქალბატონო.
ერთმანეთს ვესროლეთ მაგ 90 ებში, დედალაქში ომი გავაჩაღეთ, მერე აფხაზეთი და ოსეთი დავკარგეთ და ამ თაობას თუ 90 ები არ მოსწონთ ნუ გწყინთ. დრო როდესაც მოდაში კაიფი იყო, მხედრიონი და უბნური დაპირისპირებები და როცა იმ დროზე ვამბობთ “თბილისი იყო ურთიერთობები” ამ თაობას რომ არ ესმის ნურც ეგ გიკვირთ.

მარიამი საფრანგეთში დაფინანსებით სწავლობს. ისე, როგორც მისი მეგობრების 80% . ასეა ეს თაობა. გავლენიანი ბაბუების და ბებიების გარეშე ხვდებიან უნივერსიტეტებში, იქ სადაც ვერ ჩააწყობ. და იმ დროის ხიბლიც, რომელსაც მისტირით ეგ იყო. გავლენიანები და “ინწელიგენტები” ცხოვრობდნენ კარგად. ძალიან გულწრფელები ხართ როცა მარიამს გართობას ურჩევთ აქციების ნაცვლად. ასე იყო მაშინაც. როცა სოხუმს ვკარგავდით, თბილისში ქორწილებს იხდიდნენ. ესეც თქვენი 90 ები.

თქვენი, ჩემს მიმართ მიუღებლობაც მაქედან მოდის. არავის შვილიშვილი ვარ, არც არავის შვილი. ვერ იგებთ ჩამოსულმა როგორ მივაღწიე წარმატებას. ესაა რასაც არ მპატიობთ, მაგრამ ეგაა ჩემი მთავარი “ხიბლიც”, წყალტუბოც იყო ურთიერთობები სადაც ადამიანებს მშობლების გამო არ ლანძღავდნენ.

Mariam Geguchadze შენ კიდე არ იცი რა საშინელება იყო 90’ების საქართველო და ვინც იმ დროს მისტირის არის უკან, სადაც თქვენ არასოდეს არ უნდა მიიხედოთ.

პ.ს. კომენტარში დავდებ პოსტს რომელსაც ვუპასუხე." - წერს ჟურნალისტი. 

RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
ნიკოლოზ
არ ვიცი ეს ნანუკა ვინაა, მაგრამ ყოჩაღ სწორად მსჯელობს! 90 წლები - “ბანდიტური საქართველოს “ წლებია... პერიოდი, რომელიც ვერ გვასწავლის კარგს ვერაფერს!!!
03:40 / 09-08-2019
გამოხმაურება / 0 /
ირმა
არავისი არავინ რომ არა ხარ, მაგიტომ კი არა, გაუნათლებელი და ხეპრე რომ ხარ და ორ სიტყვას ვერ აბამ ერთმანეთზე, მაგიტომ ვერ მიგიღეს ნორმალურმა ადამიანებმა! და „თბილისი იყო ურთიერთობა“ შენს შვილს სიტყვების რახა-რუხი რომ გონია, ეგეც შენ ვერ ასწავლე, რას ნიშნავდა, შენნაირი გაზარდე ეგეც და იმიტომ! მაგრამ ან შენ საიდან უნდა იცოდე ეგ რას ნიშნავს?! და ან ამ კომენტარს რა აზრი აქვს, შენნაირი აზრს ვერ გამოიტანს მაინც!
19:46 / 17-07-2019
გამოხმაურება / 0 /
მანანა
ეხ, ნანუკა, ნანუკა, შენისთანებს როდემდე უნდა ვუყუროთ, რა დავაშავეთ ასეთი?!!
13:50 / 17-07-2019
გამოხმაურება / 0 /
მანანა
არც გავლენიანი მშობლები მყავდა და არც ბებია-ბაბუები,მაგრამ ზუსტად იმ 90ანებში დავამთავრე უმაღლესი ჩემი ტვინით და თანაც ვმუშაობდი ისე გვიჭირდა.შვილსაც ვზრდიდი.ადამიანობა გვქონდა,ერთმანერთი გვიყვარდა,მხარში ვედექით და ისე გადავიტანეთ ის წლები.
10:36 / 17-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ნათია
უკან მიხედვა იმას არ უყვარს,ვინც იქ,უკან არაფერს წარმოადგენდა.რას მიაღწიე?მხოლოდ შოუს,რომელიც კოდუას ცოლობით გეღირსა.
22:09 / 16-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ნინო
არავისი შვილი არა ხარ რას ნიშნავს? ჟურნალისტკამ ეგ არ უნდა იცოდე როგორ წერო? ცნობადი სახის შვილი რომ არ ხარ, ვიცით, ისიც ვიცით, უახლოეს წლებში საჭმლის და ფეხსაცმლის ყიდვა რომ არ შეგეძლო. შენიდან ვიცით. სამაგიეროდ, მამალი გოგო გამოდექი და იმდენს მიაღწიე ვითომ..>>შენი ჭკუითნა ბნელა? შენს თავს კითხვას არ უსვამ–რატომ ეზიზღებათ ხალხს ნაციონალები, რომლებსაც შენ ასე თავგამოდებით რომ იცავ? ვინ გამოდის რუსთავი–2–ის, ე.წ. ნაცების რუპორის დასაცავად? მხოლოდ რამდენიმე ათასი თქვენი თანამშრომელი და მათი ოჯახები და ნარცხების ოჯახის ახლობლები. ცარიელი რატომაა შენი გოგოს გარშემო? გგონია, მაგით აპიარებ და ადგილს უმზადებ სახვალიოდ ხელისუფლებაში რომ მოხვალთ? ვერ ეღირსებით, ვერაააა. უნდა ჩაკვდეს ნაცმოძრაობა + ევროპული საქ–ო. დებილი ყოფილხარ, თუ იმას ვერ გრძნობ, რატომ არ არის თქვენი ადგილი ა, მითუმეტეს ხელისუფლებაში. როგორი შტერქალაც შენ ხარ, იმაზე უარესი შვილი გაგიზრდია–შენი აზროვნების. გაქრიიიით ავანსცენიდან. გ ა უ შ ვ ი ი ი თ!
18:54 / 16-07-2019
გამოხმაურება / 0 /
Kostia
დაწერილის შინაარს უნდა გაიგო და გაიაზრო,მერე ჯღაბნე შინაარს აცდენილი პასუხი,წარმატებულო ნანუკა
16:22 / 16-07-2019
გამოხმაურება / 0 /
დალსიმა
ქალბატონო ნანა, ჯერ ერთი საქართველოს ისტორია არ იწყება 90-იანი წლებით და არ სრულდება თქვენი ბელადი მიშიკოს ზეციდან დაშვებით... რატომღაც სექტანტებისთვის სხვა ისტორია არ არსებობს და არც გინდათ რომ არსებობდეს.. ანუ "თბილისი იყო ურთიერთობა" არ ნშნავს 90-იან წლებს.. მეორეც „ჩამოსულმა მიაღწიე და არ გპატიობენ“ კი არა ვინც დღეს გრიმიტობს და „გულაობს“ ერთი რომელი არ არის ჩამოსული ის მითხარით რა. მოიგონა ახლა ამანაც ტანჯული გმირის ამბავი. მე არაფერს ვერჩი „ჩამოსულებს“ და ადამიანებს პირადი ღირსებით ვაფასებ და არა დაბადების ადგილით, მაგრამ სანამ თბილისში მასიური მიგრაცია დაიწყებოდა, მანამდე "იყო თბილისი ურთიერთობა" და სწორედ ხსენებული მიგრაციის გამო აღარ არის და ეს მიგრაციაც ზუსტად 90-იანებში მოხდა სამწუხაროდ დაკარგული ტერიტორიების ფონზე. მესამეც, დაკარგულ ტერიტორიებს რაც შეეხება, შენმა ბელადმა დაარიგა ისინი და ქორწილი კი არა საყოველთაო ზეიმიც კი მოაწყო ომი მოვიგეთო. და ეს მაშინ, როცა გმირები იბრძოდნენ და საქართელოს დაცვას ეწირებოდნენ, ამიტომ თქვენსკენ მოიკითხეთ ქორწილები და გრიალი მაშინ, როცა სხვები თავს წირავენ. მეოთხეც, ახლა რომ აქციობანას თამაშობენ ის ხლახია ანუ გმირი და სამშობლოსთვის თავდადებული და დანარჩენი 3.5 მილიონი ქართველი მშიშარა ან მოღალატე? და ღერთმა გვაშოროს ომი, მაგრამ ომის დროს სხვა ადამიანები რატომ იბრძვიან იარაღით ხელში და არა ის ელასწიკა ბიჭიკოები? და ჯაან ნანუკაშ გოგჩოები რატომ აპროტეშტებენ მხოლოდ იმაშ რაჩ მიშიკოშ (ან რომელიმე სხვა სექტანტს) სურს? თქვენს მიერ დასახიჩრებული ხალხის ტკივილი (და არ თქვათ რომ მხოლოდ კრიმინალებს აწამებდით! რომლებსაც მერე დასცინოდით...) რატომ არ მიჰქონდა გულთან არავის იმ ელაშჭიკიანი ბიჭუნებიდან? თუ აქედანაც ნატა ფერაძის პასუხით გინდათ გამოძვრეთ? მეხუთეც, გავლენებიო რომ ამბობ და მე არავინ ვიყავიო... ვისაც გავლენა ჰქონდა და რაღაც უღირსი საქციელის გამო მოიპოვა ეს გავლენა ის რომ გძულს გასაგებია, მაგრამ ზუსტად ისევე თავად რომ მოიპოვე გავლენა და სულში აფურთხებდი ყველას ვისაც უღირსი საქციელის ხარჯზე არ მოუპოვებია ეგ გავლენა, ესეიგი რითი ხარ იმ ძველ გავლენიან ბაბუებზე უკეთესი? გამოდის ზუსტად იგივე ხარ და კიდე უარესიც... და ბოლოს შვილს თავი დაანებე! მას ჯერ ისევ აქვს შანსი მიხვდეს რატომ არის მიუღებელი ხელფეხშეკრული მოხუცებული ადამიანის სიკვდილამდე ცემა და შემდეგ გვამის სახურავზე შემოგდება და ა.შ. ნუ წამლავ და ღუპავ შვილს მაინც შენი სიგოიმიტა და შხამით...
16:03 / 16-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ლუიზა
ნანუკა,წაიკითხე გულდასმით
15:42 / 16-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ეხ ნანუკა, კი არ წაგიკითხავს, გადაგიკითხავს, ისიც უაზროდ,   ვერანაირი შინაარსი ვერ გამოგიტანია. მარტო იმას მიხვდი, რომ შენი შვილი ახსენეს და რასაც უპასუხე, უკვე შენი ფანტაზიის ნაყოფია  
15:16 / 16-07-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS