კრისტი ყიფშიძე იმ ქართველ მანდილოსნებს მიეკუთვნება, რომლებმაც ოჯახი ნაადრევ ასაკში შექმნეს და ახლა დიდი ასაკის შვილები ჰყავთ.
ნატალია ყიფშიძეს დედისგან ფაქტობრივად ვერ გაარჩევთ და ხშირად ისინი დებიც გეგონებათ.
კრისტი ყველგან ქალიშვილთან ერთად დადის, გოგონას გენები, როგორც დედის, ასევე, მამის მხრიდანაც გამოჰყვა, ის პოდიუმზეც გამოდის და ფილმშიც მიიღო მონაწილეობა.
ნატალიამ სკოლა წელს დაამთავრა და ახლა უნივერსიტეტში მოსახვედრად გამოცდებს აბარებს. რა პროფესია აირჩია მშვენიერმა გოგონამ, უცნობია.
ესი ნატალიას რჩეული" width="700" style="border: 0px; vertical-align: baseline;" />
ერთი წლის წინ, მას სურდა სწავლა საზღვარგარეთ გაეგრძელებინა, მაგრამ აშკარაა, რომ ეს გეგმა დროებით ჩაეშალა.
ნატალიას არ უყვარს ჟურნალისტებთან ურთიერთობა, თუმცა, ცნობილი ოჯახის შთამომავალი მუდმივად იწვევს პრესის ყურადღებას.
"რეიტინგისთვის" ცნობილი გახდა, რომ ნატალია ყიფშიძე შეყვარებულია. მისი რჩეული გიორგი მდივანი გახლავთ.
წყვილი გრძნობებს არ მალავს, რასაც ნატალიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთობლივი ფოტოებიც მოწმობს.