11 ივლისი, 2019
„დაბალი, ღიპიანი, ბანჯგვლიანი“ მამაკაცები - მაია ასათიანი კაცების დისკრიმინაციაში დაადანაშაულეს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მიმართა გოჩა უგლავამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2019 წლის 02 მაისს, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში, გადაცემა „პროფილში“, წამყვან მაია ასათიანის მიერ გაჟღერებული ტექსტით დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი, კერძოდ, სიძულვილით მოიხსენია დაბალი, ღიპიანი და ბანჯგვლიანი მამაკაცები.

სადაო გადაცემაში, წამყვანი თავის სტუმრებთან ერთად განიხილავს, თუ როგორი მამაკაცები მოსწონთ: „როგორ ბიჭს, მამაკაცს მიანიჭებდით ხარისხის სტიკერს“. მოწვეული სტუმრები ასახელებენ სხვადასხვა თვისებას, ნიშანს, რომლებიც მოსწონთ მამაკაცებში, ამასთან ერთ-ერთმა სტუმარმა ხაზი გაუსვა, რომ მისთვის გარეგნობას არა
აქვს მნიშვნელობა, რასაც წამყვანი შემდეგი რეპლიკით ეხმიანება: „ანუ, გამოგვივიდა ჭკვიანი, იუმორის გრძნობის მქონე, ქარიზმატული, დაბალი, მსუქანი და ბანჯგვლიანი, არ მინდა, ეგეთს არ მივცეთ სტიკერი“.

ქარტიის საბჭომ გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია, რომ ამ შემთხვევაში მოხდა სიძულვილის ენის გამოყენება. კერძოდ, კონკრეტული გარეგნული/ფიზიკური მახასიათებლები [სიმსუქნე, სიმაღლე, ჭარბთმიანობა] მოხსენიებულია შეურაცხმყოფელი კონტექსტით, სახეზეა ასეთი გარეგნობის მქონე პირების მიმართ დისკრიმინაცია ფიზიკური ნიშნით, რომ ისინი შეიძლება არ იყვნენ მიმზიდველნი. წამყვანის მიერ მოხდა გარეგნობის კონკრეტული მახასიათებლების განზოგადება უარყოფით კონტექსტში. ნიშნის მიხედვით გამორჩევა ზოგადად არაკორექტული და არაეთიკურია.



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
Nana
am gadacemas vuyure da eg sityvebi versad movismine, iqneb sworad miutitod Romel gadacemashi axlsena.
10:59 / 16-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ნინო
კომედი არხი რა ასე არ იქცევა? დასცინიან ყველას- დიდმკერდიანს, გონებასუსტს, ქოსა ქალებს, მსუქნებს და ა.შ. ვინმემ აგო პასუხი?
18:50 / 13-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ююю
ხალხოოოოოო, რამ შეგაძულათ ჭარბთმიანი მამაკაცი? ხომ არ ჭედავთ, ვის რაში გჭირდებათ ფეხებ და იღლიაგამოპარსული მამაკაცი? სიმაღლე და წონა, სხვა თემაა....
20:33 / 11-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ქეტევან
რა უსაქმურები ხართ
15:39 / 11-07-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS