ოჯახის დანგრევის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ნინო ნინიძემ დაწერა.
„ადამიანები ხვდებიან, უყვარდებათ, ქორწინდებიან, უჩნდებათ შვილები... მაგრამ მერე, რაღაც მომენტში ხვდებიან, რომ ცხოვრება თავიანთი გზებით უნდა განაგრძონ. ჩვენ ერთად სამ წელიწადნახევარი ვიცხოვრეთ და ეს იყო ბედნიერი დრო. საოცარი შვილი გაგვიჩნდა, რომელიც ორივეს
ცოტა ხნის წინ, რუსული პრესა 28 წლის ნინოს და 47 წლის მაქსიმ ვიტორგანის რომანზე ალაპარაკდა.
ვიტორგანი ქსენია სობჩაკის ყოფილი ქმარია, მათი ოჯახი მარტში დაინგრა და ამის შესახებ, სოციალურ ქსელში თავად ქსენია სობჩაკმა დაწერა.
მაქსიმ ვიტორგანი და ნინო ნინიძე, გუშინ პაპარაცებმა თეატრში დააფიქსირეს, წყვილი სპექტაკლზე "Нод" ერთად იმყოფებოდა.
გახდა თუ არა ნინიძის და ვიტორგანის ოჯახების დანგრევის მიზეზი მათი რომანი ჯერჯერობით უცნობია.