10 ივლისი, 2019
სკანდალი: ქსენია სობჩაკის ყოფილ ქმარს ია ნინიძის ქალიშვილთან რომანი აქვს (პაპარაცული ფოტოები)
მსახიობ ია ნინიძის ქალიშვილი ნინო ნინიძე, ბულვარული რუსული პრესის ხშირი სტუმარია. ნინო ერთი თვის წინ ქმარს დაშორდა. მისი და კირილ პლეტნევის ოჯახურმა ცხოვრებამ 4 წელი გაძლო, ქორწინებიდან კი უსაყვარლესი ვაჟი, სამი წლის სანდრიკა ჰყავთ.

ოჯახის დანგრევის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ნინო ნინიძემ დაწერა.

Свадьба Кирилла Плетнева и Нино Нинидзе: фоторепортаж и история любви

„ადამიანები ხვდებიან, უყვარდებათ, ქორწინდებიან, უჩნდებათ შვილები... მაგრამ მერე, რაღაც მომენტში ხვდებიან, რომ ცხოვრება თავიანთი გზებით უნდა განაგრძონ. ჩვენ ერთად სამ წელიწადნახევარი ვიცხოვრეთ და ეს იყო ბედნიერი დრო. საოცარი შვილი გაგვიჩნდა, რომელიც ორივეს
უზომოდ გვიყვარს და მან ამის შესახებ იცის. მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში დადგა მომენტი, როდესაც ჩვენ-ჩვენი გზებით უნდა ვიაროთ. ყველას გთხოვთ, ჩვენს ამ გადაწყვეტილებას პატივისცემით შეხვდეთ და გარჩევებით არ დაკავდეთ. ჩვენ ერთმანეთს მთელი ცხოვრება ბედნიერებას ვუსურვებთ“

Нино Нинидзе

ცოტა ხნის წინ, რუსული პრესა 28 წლის ნინოს და 47 წლის მაქსიმ ვიტორგანის რომანზე ალაპარაკდა.

ვიტორგანი ქსენია სობჩაკის ყოფილი ქმარია, მათი ოჯახი მარტში დაინგრა და ამის შესახებ, სოციალურ ქსელში თავად ქსენია სობჩაკმა დაწერა.

მაქსიმ ვიტორგანი და ნინო ნინიძე, გუშინ პაპარაცებმა თეატრში დააფიქსირეს, წყვილი სპექტაკლზე "Нод" ერთად იმყოფებოდა.

გახდა თუ არა ნინიძის და ვიტორგანის ოჯახების დანგრევის მიზეზი მათი რომანი ჯერჯერობით უცნობია. 


Rating
Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მარია
რა შუაშია ნინიძე,ოჯახი დაინგრა ქსენიას ახალი სიყვარულის გამო
16:51 / 10-07-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS