09 ივლისი, 2019
„ჩემი ანაზღაურება „რუსთავი 2“-ში 10 000 ლარს არ სცდება...“
ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს საკუთარი ანაზღაურების შესახებ, რომელიც მისი თქმით, არ სცდება 10 000 ლარს. ნანუკა ასე გამოეხმაურა მისი ანაზღაურების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

„ჩემი ანაზღაურება რ2-ში არ ცდება 10 ათას ლარს:)

გადაცემას დანამატი ეძლევა იმ შემთხვევაში თუ მე, ნანუკას მიმაქვს რეკლამა არხზე. ანუ, იქეთ შემაქვს ფული ტელევიზიაში, მაგ შემთხვევაში გვერიცხება 50% მიტანილი რეკლამიდან და ჩემი 50% იყოფა „ნანუკას შოუს“ თანამშრომლებზე. ეს რ2-ის პრაქტიკაა. სხვა გადაცემებიც თუ მიიტანენ არხზე რეკლამას, მათაც ეძლევათ 50%.

ეს ციფრები,
რომლებიც გამოფინეთ, მიუხედავად იმისა, რომ რეალობას არ ასახავს, შთამბეჭდავია და მაგ ციფრს აკლია ჩემი შემოსავალი სოციალური ქსელიდან, ინტეგრირებიდან და ასევე ინდივიდუალური მომსახურეობიდან.

ასეა, როცა სოციალურ ქსელში მილიონობით გამომწერი გყავს და ინტეგრირებული რეკლამა იმდენი გაქვს, რომ ხანდახან უარსაც ამბობ, შემოსავალიც დიდი გაქვს. თქვენსავით სახელმწიფო სამსახურში არ ვმუშაობ და სხვების ფულს არ ვიპარავ. ვშრომობ 17 წლიდან და ვიღებ შესაბამისს ანაზღაურებასაც“.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ეკო
სახელმწიფო სამსახურში რომ ვმუშაობთ, იმიტომ სხვის ფულს ვიპარავთ? ,მაგარი ლიგიკაა, ან ამას როგორ ამბობ? შენზე ნაკლებს მუშაობს ხალხი, ხშირად დღეში 12 საათი ვმუშაობთ,მაგრამ თქვენზე ნაკლებ სახლმწიფო საქმეს არ ვაკეთებთ, 700 ლარად. მატყუარა ხარ შენ და პროვოკატორი!
22:19 / 15-07-2019
გამოხმაურება / 0 /
კახელი
ან 10000 ლარისას რას აკეთებ როო?
18:58 / 13-07-2019
გამოხმაურება / 0 /
გიზოგ
პენსიონერი, თავის 200 ლარიან პენსიიდან უხდის ამ გამოგონილ ჟურნალისტს ფულს. როგორ? პენსიონერი როდესაც ყიდულობს წამალს, თუ სხვა პროდუქტს მას დამატებული აქვს ტელევიაში მიტანილი რეკლამის ღირებულება. ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ ჩემ ნაცნობს, რომელიც აქ ყიდულობს წამალს 170 ლარად, სტამბულიდან ჩამოუტანეს 18 ლარად, ესეც არის.
15:55 / 10-07-2019
გამოხმაურება / 0 /
გიზოგ
რეკლამის ღირებულება, რომელიც მიგაქვს ტელევიაში, მეწარმის მიერ აისახება პროდუქციის ღირებულებაში და მას ვიხდით მოსახლეობა. ის მოსახლეც კი, რომელსაც თქვენც და თვენი გადაცემაც, რბილად რომ გამოვხატო არ გვიყვარს და არც არასდრო ვუყურებთ იძულებული ვართ გადაგიხადოთ ფული. აი ასეთი მახინჯი წესები მოქმედებს ქვეყანაში.
15:48 / 10-07-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS