08 ივლისი, 2019
"ქვეყნის ავტორიტეტებმა ბოდიში ოფიციალურ დონეზე უნდა მოიხადონ"
ქართული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე მომღერალმა, დიანა ღურწკაიამ “რია ნოვოსტთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” წამყვანის მიერ ვლადიმერ პუტინის შეურაცხყოფა სამარცხვინო და დაუშვებელია, ამის გამო ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოიხადოს.
'
“ეს ძალიან სამარცხვინოა. ტელევიზიაში მსგავსი გამონათქვამები ვინმეს მისამართით, უბრალოდ, დაუშვებელია. მნიშვნელობა არ აქვს, ჟურნალისტს ფსიქიკური პრობლემები აქვს თუ ეს მიზანმიმართული პროვოკაცია და ჰეროსტრატეს დიდების სურვილია. მის ქმედებებს ხელისუფლებამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა შესაბამისი შეფასება უნდა მისცენ”, – განაცხადა ღურწკაიამ.

“შეუძლებელია, მსგავს სტანდარტს შეეგუო, ქვეყნის ავტორიტეტებმა ბოდიში
ოფიციალურ დონეზე უნდა მოიხადონ”, – დასძინა დიანა ღურწკაიამ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
nnnn
ბოდიში არავისთან არ აქვს ქართველობას მოსახდელი. ბოდიში უდა მოუხადოს რუს ხალხმა ქართველებს. რუსების გამო ვართ ქართველები 30 წელიწადია ომის რეჟიმში.
14:19 / 18-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ბიზნა
რამდენის უფლებას აძლევს თავის თავს,ეს მოღალატე!
21:16 / 10-07-2019
გამოხმაურება / 0 /
თეა
პუტინის სიტყვებზე და ქმედებებზე ვინ მოიხდის ბოდიშს ?
19:58 / 10-07-2019
გამოხმაურება / 0 /
!!!
წადი, შვილო, დაისვენე, თავი არ ალანძღინო ვინმეს.
19:07 / 10-07-2019
გამოხმაურება / 0 /
izi
შენ რომ მომღერალი გქვია ეგეც ერთი დიდი და ამოუცნობი დანაშაულია, მარა დაინტერესდა სამართალდამცავი ორგანოები?! აბდალა გაბუნიას გამო ჩაგივარდებით ახლა მუხლებში.
15:34 / 10-07-2019
გამოხმაურება / 0 /
სერა
გაჩუმდი რა გოგო და იყავი მანდ, აღარ ჩამოხვიდე.
04:31 / 10-07-2019
გამოხმაურება / 0 /
pipinia
ეს ბრუტიანიც რომ ჭკუას გვარიგებს რააა
20:24 / 09-07-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS